Friday, September 4, 2015

„მერსედესმა“ ძრავის მოდიფიცირების ლიმიტი ამოწურა

Mercedes uses all engine tokens for Italian GP
4 სექტემბერი
„მერსედესმა“ მის ხელთ არსებული, ეგრეთ წოდებული ტოკენები, რომლებიც აგრეგატის შეზღუდული ხარისხით მოდიფიცირების საშუალებას აძლევდა, იტალიიდს დიდი პრიზისთვის სრულად გამოიყენა. გერმანული კომპანია, სეზონის პირველი ნაწილის განმავლობაში, თავს იკავებდა აგრეგატის გაუმჯობესებისგან, რადგან ის ისედაც საუკეთესო იყო და მეტოქეებს დაწევის საშუალებას არ აძლევდა.
რეალურად, მოდიფიცირების საჭიროება არც ამჟამად იყო, მაგრამ სამქიმიანებმა მათ ხელთ არსებული შესაძლებლობის სრულად გამოყენება მაინც გადაწყვიტეს, რადგან ამ სეზონში ამის გაკეთება მაინც მოუწევდათ. მათაც ამისათვის ყველაზე სწრაფი ტრეკი აირჩიეს, სადაც ძრავის სიმძლავრეს და გამძლეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნიკო როსბერგის და ლუის ჰამილტონის მანქანებზე, ამ სეზონში მესამე აგრეგატს სწორედ მონცაზე დააყენებენ. ამის მერე კი მათ განკარგულებაში თითო აგრეგატი რჩება, რაც სეზონის დასრულებამდე საკმარისი უნდა იყოს. მონცას წინ, „მერსედესის“ განკარგულებაში მხოლოდ 7 ტოკენი (პირობითი ქულა) იყო დარჩენილი, რაც საკმაო მოდიფიკაციების ჩატარების საშუალებას იძლეოდა.
მოდიფიცირებისას, გერმანული კომპანიის მიზანი ის კი არ იყო, რომ სიმძლავრე გაეზარდა და გამძლეობა გაეუმჯობესებინა. არამედ ის, რომ გუნდს მომავალი სეზონისთვის მზადების წინ, მაქსიმალურად ხელსაყრელი მდგომარეობა ჰქონოდა. სხვათა შორის, ძრავზე მუშაობის დასრულება იმასაც ნიშნავს, რომ ჩემპიონები მომავალი სეზონისთვის საფუძვლინ მზადებასაც სხვებზე ადრე დაიწყებენ.
ამჟამად, „მერსედესის“ ხელთ ტოკენები აღარ დარჩა. მხოლოდ ოთხი აქვს „ჰონდას“, რომელმაც ახალი მოდიფიკაცია სპას ტრეკზე გამოიყენა. „ფერარის“ ხელთ 10 ტოკენია, თუმცა სავარაუდოდ, მათგან რამდენიმეს მაინც, მარანელოელები იტალიის ეტაპის წინ გამოიყენებდნენ. ყველაზე მეტი, 12 ტოკენი „რენოს“ აქვს, რომელიც მათს ათვისებას სინგაპურის რბოლის წინ აპირებს.

No comments:

Post a Comment