Tuesday, September 8, 2015

„ბენტლი ბენტაიგა“ მსოფლიოს უსწრაფესი უგზოობის ავტომობილი იქნება

Bentley Says Its New Bentayga Will Be the World's Fastest SUV
8 სექტემბერი
„ბენტლი“ აცხადებს, რომ მისი პირველი უგზოობის ავტომობილი, სახელად „ბენტაიგა“, მსოფლიოში თავისი კლასის უსწრაფესი ავტომობილი გახდება. ოფიციალური ინფორმაციით, 12-ცილინდრიანი ძრავით აღჭურვილი ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 301 კმ/სთ-ს მიაღწევს. ეს კი 17 კმ/სთ-ით მეტია „პორშე კაიენ ტურბო S-ის“ და 21 კმ/სთ-ით მეტი - „მერსედეს-ბენც GLE 63 S AMG-ს“ სიჩქარეზე.
„ბენტაიგას“ მსოფლიო პრემიერა მალე, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება და „ბენტლი“, რომელიც „ფოლკსვაგენის“ ულტრა-ლუქს მწარმოებელთა ჯგუფშია გაერთიანებული, მცირე ინფორმაციების ულუფების პერიოდული და ხშირი გამოქვეყნებით, პოტენციურ მყიდველთა წინასწარ მიზიდვა სურს. ბრიტანული კომპანია იმედოვნებს, რომ ახალი ავტომობილი, მის გამაში მალე ყველაზე გაყიდვადი გახდება. სხვათა შორის, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის კიდევ ერთი კომპანიის, „პორშეს“ ბესტ სელერიც უგზოობის ავტომობილი - „კაიენია“.
„ბენტაიგას“ საბაზისო ფასი დაახლოებით 180 000 ევრო იქნება და ის ბაზარზე მომავალ წელს გამოვა. ეს ავტომობილი უნდა გახდეს „ბენტლის“ განვითარების გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. გეგმა ითვალისწინებს, რომ 2018 წელს „ბენტლის“ წლიური გაყიდვების მოცულობამ 15 000-ს მიაღწიოს. შარშან კომპანიამ 11 020 ავტომობილი გაჰყიდა, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელია. „ბენტლი“ არ მალავს, რომ წლიურად 3 000 ცალი „ბენტაიგას“ გაყიდვას გეგმავს.

No comments:

Post a Comment