Red Bull won't use Renault engines in Formula 1 in 2016
8 სექტემბერი
ბრიტანულმა გამოცემა „ავტოსპორტმა“ მოიპოვა
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რედ ბული“ მომავალი სეზონიდან აღარ აპირებს „რენოს“
ძრავებით სარგებლობას. მართალია, მათ შორის კონტრაქტი მხოლოდ 2016 წლის სეზონის
ბოლოს იწურება, მაგრამ იმავე ინფორმაციის მიხედვით, ფრანგული კომპანია მის ადრეულ
შეწყვეტას არ შეეწინააღმდეგება.
იგივე ინფორმაცია გვატყობინებს, რომ „რედ ბულმა“
უკვე მიმართა „რენოს“ და კონტრაქტის შეწყვეტა სთხოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც
ავსტრიული გუნდის პილოტების, დანიელ რიკარდოს და დანილ კვიატის მანქანებზე, უკვე
შვიდ-შვიდი ძრავი გამოიყენეს. და იმის გამო, რომ დასაშვები ლიმიტი, რომელიც სეზონში
მხოლოდ ოთხი ძრავის გამოყენების უფლებას იძლევა, დაირღვა, ორივეს სტარტზე იმ
ადგილების დაკარგვა უწევს, რომლებიც კვალიფიკაციებში რბოლებისას მოიპოვეს.
ამგვარად, „რედ ბულს“ მცირე არჩევანი დარჩება. მან
უნდა აირჩიოს ან „მერსედესის“, ან „ფერარის“. „ჰონდა“ ჯერ „მაკლარენის“ გარდა, თანამშრომლობას
სხვებთან არ აპირებს. ახალი ინფორმაციით, სამქიმიანებთან მოლაპარაკება უკვე წარუმატებლად
დასრულდა, „ფერარის“ კი „რედ ბულთან“ პარტნიორობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
ასევე ჯერ არაოფიციალური ინფორმაციით, „რენო“ მომავალ
სეზონში არ აპირებს კლიენტ გუნდებთან ურთიერთობას და მხოლოდ საკუთარ გუნდზე გადაიტანს
მთელ ყურადღებას, რომელსაც „ლოტუსის“ ბაზაზე დააბრუნებს ჩემპიონატში. არც ისაა
გამორიცხული, რომ ფრანგული კომპანია ფ1-ს საერთოდ დატოვებს. ამ დროს, რა ბედი
ეწევა „ტორო როსოს“, ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ იტალიური გუნდი „რენომდე“
სწორედ „ფერარის“ ძრავებით სარგებლობდა.
No comments:
Post a Comment