Thursday, September 3, 2015

„სუზუკიმ“ უახლესი „ბალენო“ ფრანკფურტულ პრემიერამდე გაგვაცნო

Suzuki Pulls The Wraps Off All-New Baleno Ahead Of Frankfurt Debut
3 სექტემბერი
„სუზუკიმ“ თავის უახლეს კომპაქტურ ჰეჩბეკ „ბალენოს“ პირველი ოფიციალური ფოტო გამოაქვეყნა. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა მალე, ფრანკფურტის მოტორ შოუზე, 15 სექტემბერს გაიმართება. იაპონური კომპანიის განცხადებით, ამ ავტომობილის შემუშავებისას, მისმა ინჟინრებმა, კომპაქტური კლასის ავტომობილების შექმნისას დაგროვილი მდიდარი გამოცდილება გამოიყენეს. ამასთან, „ბალენო“ თავის კლასთან შედარებით ფართო სალონითა და დიდი საბარგულით გამოირჩევა.
გარდა ამისა, „ბალენოს“ კონსტრუქციასა და აღჭურვილობაში, არაერთი თანამედროვე ტექნოლოგიაა დანერგილი. მათგან ყველაზე გამორჩეულია უახლესი, მსუბუქი ახალი თაობის პლატფორმა, რომელზეც კომპანია მალე თავის სხვა ავტომობილებსაც დაამყნობს. ჰეჩბეკი ასევე უახლესი, სერია ბუსტერჯეტის 1.0-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემა ემსახურება. ძალურ დანადგარში ასევე შევიდა სისტემა SHVS (სმარტ ჰაიბრიდ ვიიქლ ბაი სუზუკი), რომელიც ძრავს სტარტერ/გენეტატორის მეშვეობით ეხმარება.
რაც შეეხება სტილს, „ბალენო“ ჟენევაში წელს წარდგენილი კონცეპტუალური iK-2-ის სერიული ვერსიაა. „სუზუკის“ ახალი ჰეჩბეკის გაბარიტები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ისინი ახლოს იქნება კონცეპტის ზომებთან. ცნობისათვის, iK-2-ს სიგრძე 4023 მილიმეტრია, სიგანე 1920 მილიმეტრი, სიმაღლე 1450 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2520 მილიმეტრია. ამგვარად, ავტომობილი B-სეგმენტის გაბარიტებს შეეფერება, თუმცა ბაზის სიგრძე, ინჟინრებს უფრო ვრცელი სალონის გაკეთების საშუალებას აძლევს.
„სუზუკის“ გამაში „ბალენო“ სრულიად ახალი ხაზის პიონერია. ამასთან ის პოპულარული „სვიფტის“ უფრო რაციონალურ ალტერნატივად მოიაზრება. მისი გაყიდვების დაწყება გაზაფხულიდან იგეგმება.

No comments:

Post a Comment