Saturday, September 12, 2015

„რედ ბული“ ძრავების მიღებას „ფერარისგან“ ეცდება

Red Bull may seek engines from Ferrari after Mercedes snub
12 სექტემბერი
„რედ ბულსა“ და „რენოს“ შორის ურთიერთობის დაძაბვა, ავსტრიულ გუნდს ძრავების ბაზარზე გასვლას და აგრეგატის ახალი მიმწოდებლის მოძებნას აიძულებს. პირველი კომპანია, რომელსაც ენერგეტიკული სასმელების მწარმოებლის გუნდმა მიმართა, „მერსედეს-ბენცი“ იყო. მაგრამ სამქიმიანებმა უარით გამოისტუმრეს. დარჩა ორი - „ჰონდა“ და „ფერარი“. მაგრამ ამათგან იაპონელები ჯერჯერობით მხოლოდ „მაკლარენთან“ თანამშრომლობენ და სხვასთან ურთიერთობას თავს არიდებენ. ამგვარად, რჩება მხოლოდ „ფერარი“.
როგორც „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ამბობს, კომპანია ძრავების სხვა მწარმოებლებს ეკონტაქტება, თუმცა ისიც აღიარა, რომ „მერსედესთან“ მოლაპარაკება დასრულებულია. „ბიბისი სპორტის“ ინფორმაციით, სამქიმიანებთან მოლაპარაკების წარუმატებლობის მიზეზი, ფული არ ყოფილა - ავსტრიული კომპანიის შეფი დიტრიხ მატეშიცი ფ1-ისთვის ფულს არ იშურებს. უარის მიზეზი მარტივია - შტუტგარტელებს არ სურთ, რომ საუკეთესო ძრავებით მოამარაგონ კონკურენტი, რომელსაც მათივე დამარცხება ხელეწიფება.
„სკუდერია ფერარის“ შეფმა მაურიციო არივაბენემ უკვე განაცხადა, რომ „ფერარის“ შეუძლია ძრავებზე „რედ ბულის“ მოთხვნილების დაკმაყოფილება. მას არც ის აშინებს, რომ „ფერარის“ ძრავები მოხვდება იმ გუნდის ხელში, რომლის განკარგულებაშიც, თანამედროვე ფ1-ის აეროდინამიკის გურუ, ედრიან ნიუია. „მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ ნიუის ხელმძღვანლობით და ძალიან კარგი შასის გაკეთება შეუძლიათ. ეს კი ნიშნავს, რომ რეალურად კონკურენტუნარიანები იქნებიან. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ჩემმა ინჟინრებმა და აეროდინამიკოსებმა კარგად იციან თავიანთი საქმე და ამიტომ, სულაც არ მიმაჩნია პრობლემად ის, რომ „რედ ბულს“ ძრავები მივცეთ. კონკურენცია კარგია, როცა ძიერი მეტოქე გყავს“, - „ბიბისი სპორტთან“ საუბრისას ამბობს არივაბენე და დასძენს: „ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ „რედ ბულს“ და „ტორო როსოს“ ძრავებს ხვალიდან მივაწვდით“.

No comments:

Post a Comment