Monday, September 14, 2015

„კიონიგსეგი“ სატრეკო ჰიპერქარის გამოშვებას გეგმავს

Christian Von Koenigsegg Thinks There's Room For A Track-Only Koenigsegg
14 სექტემბერი
შვედური კომპანია, სახელად „კიონიგსეგი“, ექსკლუზიური ჰიპერ ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი. თუმცა მისმა მფლობელმა და დამაარსებელმა, კრისტიან ფონ კიონიგსეგმა შეარჩია ნიშა, რომელსაც მისი პროდუქციის გამრავალფეროვნება შეუძლია. ეს ნიშა, სატრეკო სუპერ ავტომობილებს აერთიანებს, სადაც, მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ირჩევთ და სადაც მხოლოდ უერთგულეს მყიდველს ელიან.
„ამჟამად სატრეკო ავტომობილის შემუშავებაზე ვფიქრობთ. მაგრამ ის არ იქნება „ვან:1-ის“ ვერსია, რადგან ეს ავტომობილი, არის საგზაო ავტომობილი, რომელსაც ისედაც უკვე გააჩნია სატრეკოს მახასიათებლები. ახალი ავტომობილი, მხოლოდ ტრეკისთვის უნდა იყოს განკუთვნილი, რასაც სრულიად განსხვავებული მიდგომა სჭირდება“, - ამბობს ფონ კიონიგსეგი.
ის დასძენს, რომ მისი კომპანია ამ ეტაპზე აღარ აპირებს „CCXR ტრევიტას“ (ფოტოზე) მსგავსი ჰიპერ ავტომობილის გამოშვებას. მისთვის ეგრეთ წოდებული თეთრი კარბონის ბოჭკო დაამზადეს, რომელიც ძალიან ძნელი დასამუშავებელი ყოფილა. და ამიტომ, ეს ავტომობილი 3.4 მილიონი ევრო ღირდა (მხოლოდ ორი ცალი დამზადდა). კომპანიის შეფი ამბობს, რომ თეთრი კარბონის ტექნოლოგიის გამოყენებაზე შეგნებულად ამბობს უარს, რადგან სურს, რომ იმ ორი „ტრევიტას“ (ტრევიტა ითარგმნება, როგორც სამი თეთრი) მყიდველი, რომლებმაც უზარმაზარი თანხა გადაიხადეს, ძალიან იშვიათი (ტექნოლოგიურადაც) ავტომობილის მფლობელად დარჩეს.

No comments:

Post a Comment