Saturday, September 12, 2015

„ფორდმა“ კარლა ბრუნი საფრანგეთის სარეკლამო კამპანიაში ჩართო

Ford hires Carla Bruni to sell cars in France
12 სექტემბერი
„ფორდმა“ საფრანგეთის ბაზრისთვის ახალი სარეკლამო რგოლი გადაიღო, რომელშიც საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მეუღლე კარლა ბრუნი გადაიღო. სარეკლამო ფილმში, ბრუნი თავის მრავალწლიან გატაცებაზე - გიტარაზე უარს ამბობს და საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ხდება. და რა შუაშია „ფორდი“?
ფილმში ყურადღება გამახვილებულია ისეთ ცვლილებაზე, რომელიც მაგალითად, ფრანგული ბაზრის ლიდერების, „რენოსა“ და „პეჟო/სიტროენის“ ერთგულ კლიენტს, „ფორდის“ ბანაკში გადასვლას გადააწყვეტინებს. ბრუნიმ ხომ იოლად შეიცვალა კარიერა, ჰოდა რა პრობლემა იქნება, თუ ფრანგი ავტომოყვატულიც არჩევანს „ფორდს“ ავტომობილების სასარგებლოდ გააკეთებს...
ცნობადობის გარდა, „ფორდმა“ თავის სარეკლამო რგოლისთვის, ბრუნი კიდევ ერთი ფაქტორის გამო შეარჩია. პრეზიდენტის მეუღლეს გააჩნია უნიკალური შარმი, რომელიც კომპანიებს მყიდველთა მოზიდვაში ეხმარება. უფრო მეტიც, 2007-12 წლების საპრეზიდენტო კამპანიისას, სწორედ ბრუნის ფაქტორმა, დიდი როლი შეასრულა სარკოზის გამარჯვებაში.
„ფორდს“ საფრანგეთის ბაზარზე, სრული გაყიდვების 4.3 წილი აქვს. ეს მაშინ, როცა „პეჟო/სიტროენსა“ და „რენოს“ შესაბამისად, 30 და 26 პროცენტი აქვთ. ცისფერი ოვალი ამბობს, რომ არჩევანი ბრუნის რეპუტაციის გამო გააკეთა და არა მისი პოლიტიკური ნიშნით. „ეს არის ქალი, რომელმაც ტოპ მოდელობით დაიწყო და მომღერალი და მსახიობი გახდა. ჰქონდა სოციალისტური შეხედულებები, მაგრამ მემარჯვენე პრეზიდენტის მეუღლე გახდა“, - როიტერსთან საუბრისას ამბობს „ფორდ ფრანსის“ საგარეო ურთიერთობათა დირექტორი ფაბრის დევანლი. ის დასძენს, რომ სარეკლამო კამპანიაში ბრუნის ჩართვა ერთი მხრივ, რისკის შემცველია, მაგრამ მისი ავტორიტეტი აუცილებლად დიდ ყურადღებას მიიქცევს და მთავარი ფაქტორი სწორედ ესაა.

No comments:

Post a Comment