დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 22, 2015

„ბეემვე M4 GTS“ - ყოველდღიურობისთვისაც და რბოლისთვისაც

BMW concept M4 GTS: a track car for everyday usability
22 აგვისტო
პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, „ბეემვემ“ კონცეპტ „3.0 CSL ჰომეჯ R-ის“ გარდა, კიდევ ერთი კონცეპტუალური ავტომობილი, M4 GTS წარადგინა, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს უნდა გამოვიდეს. იმ სიახლეებს შორის, რომლებიც ბავარიელებმა ამ ავტომობილზე გამოიყენეს, არის წყლის შეფრქვევის სისტემა, რომელიც 3.0-ლიტრიანი, წყვილ ტურბო კომპრესორიანი, ერთრიგა ექვს ცილინდრიანი ძრავის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.
გარდა ამისა, მის კონსტრუქციაში უხვადაა გამოყენებული კარბონის ბოჭკოთი გაძლიერებული პლასტიკი, უკანა ფარები კი ორგანული შუქდიოდებია. ავტომობილი უხვადაა აღჭურვილი აეროდინამიკური ელემენტებით, რომელთა შორისაცაა რეგულირებადი წინა სპლიტერი და უკანა ანტი ფრთა. მოდიფიკაცია ჩაუტარდა შასისაც.
„ბეემვე მოტორშპორტის“ შეფ ფრანკ ვან მეელის თქმით, M4-ში თუ მოტორსპორტის გენები, ყოველდღიური სარგებლობისთვის განკუთვნილი ავტომობილის თვისებებთან არის შერწყმული, M4 GTS ძირითადად ტრეკზე სარგებლობისთვისაა ორიენტირებული. და მაინც, ასეთი შესაძლებლობების მქონე ავტომობილი, საგზაო პირობებისთვისაცაა გამოსადეგი.
პებლ ბიჩში, „ბეემვეს“ კონცეპტ M4 GTS-ის მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია. თუმცა M დივიზიონის ინჟინრები ირწმუნებიან, რომ წყლის შეფრქვევის სისტემა, რომელიც შემშვებ კოლექტორში წყლის ორთქლის მიწოდებას უზრუნველყოფს, რითაც ძრავის წვის კამერაში შესასვლელი აირის გაგრილებას ემსახურება, M4-ის სტანდარტული ძრავის სიმძლავრეს (425 ცხ.ძ) დაახლოებით 8 პროცენტით ზრდის. გამოდის რომ, კონცეპტ M4 GTS-ის ძრავის სიმძლავრე 460 ცხენის ძალას აღწევს.
საინტერესოა, რომ წყლის შეფრქვევის სისტემით აღჭურვილი 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრაბი, ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ ჟურნალისტებმა გამოსცადეს, რომლებმაც დაადგინეს, რომ ასეთი ძრავი ნაკლებად მიდრეკილია დეტონაციისადმი, რაც მეტი წნევით ჩაბერვის გამოყენების და უფრო ადრე შეფრქვევის საშუალებას იძლევა. ახალი სისტემისთვის, „ბეემვეს“ ინჟინრებმა შეცვალეს გაგრილების სისტემა, რომელსაც ორი რადიატორი დაემატა.

No comments:

Post a Comment