Monday, August 10, 2015

„ფერარი F40“ 1.2 მილიონ დოლარად გაიყიდა

Ferrari F40 Sells For Record $1.2 Million
10 აგვისტო
ბევრი მიმომხილველი, „ფერარი F40-ს“ ყველა დროის საუკეთესო სუპერ ავტომობილად მიიჩნევს. ყველაფერთან ერთად, ეს არის ბოლო ავტომობილი, რომლის პროექტსაც მწვანე შუქი პირადად ენცო ფერარიმ აუნთო. მაგრამ ამის მიუხედავად, აუქციონებზე მასში მილიონებს არ იხდიან. ეს იმ დროს, როცა უახლესი „ლაფერარი“ უკვე ოთხმაგ ფასშიც კი გაიყიდა. ამის ფასი ალბათ ისაა, რომ მარანლოელებმა 1 315 ცალი F40 გამოუშვეს.
ამ ფოტოზე გამოსახული ავტომობილი 1992 წელს არის გამოშვებული. ახლახანს, ნურბურგრინგის მახლობლად, სააუქციონო სახლ „კოისის“ მიერ ჩატარებულ ვაჭრობაზე, ის 1.12 მილიონ ევროდ (დაახლოებით 1.23 მილიონ დოლარად) გაიყიდა. „კოისი“ ირწმუნება, რომ F40 აუქციონებზე ასე ძვირად ჯერ არ გაყიდულა. თუმცა, არსებული ინფორმაციით, აუქციონების გარეშე, ამ ავტომობილში 1.6 მილიონი დოლარიც აქვთ გადახდილი. „იბეიზე“ კი ახლახანს ერთ ეგზემპლარს მხოლოდ 600 000 დოლარად სთავაზობდნენ.
სურათზე გამოსახული ავტომობილი ერთ-ერთი ბოლოა იმ F40-ებს შორის, რომლებსაც აქამდე მხოლოდ ერთი პატრონი ჰყავდათ. ის ერთ იტალიურ ოჯახს ეკუთვნოდა. ახალი მყიდველი კი გერმანელია, რომლის ვინაობასაც „კოისი“ არ ამხელს. იმავე აუქციონზე, 1937 წელს გამოშვებული „ბეემვე 328 როდსტერი“ 562 000 ევროდ გაიყიდა, 2000 წლის „ფორდ GT-ში“ 227 000 ევრო გადაიხადეს, 1971 წლის „ლამბორგინი ესპადაში“ კი - მხოლოდ 158 990 დოლარი.

No comments:

Post a Comment