დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 15, 2015

„ფორდი“ პიკაპებს F-650/F-750-ს ოჰაიოში პირველად გამოუშვებს

Ford Starts Production Of Its 2016 F-650/F-750 Trucks In Ohio For The First Time
15 აგვისტო
„ფორდმა“ თავის ოჰაიოს ქარხანაში, რომლის გადაიარაღებასაც 168 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოახმარა, საშუალო ზომის სატვირტო ავტომობილების, F-650/F-750-ს წარმოება დაიწყო. ამ ინვესტიციის წყალობით, ქარხნის ნორმალური დატვირთვის და მასში 1000 სამუშაო ადგილის შენარჩუნება მოხერხდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცისფერი ოვალი თავის საშუალო ზომის სატვირთოებს ამერიკაში გამოუშვებს. აქამდე მათ მექსიკაში აწარმოებდნენ. წარმოების შეერთებულ შტატებში გადმოტანა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 2011 წელს ხელშეკრულება გაფორმდა საავტომობილო პროფკავშირ „იუნაიტედ ავტო უორკერსთან“.
„კოლექტიურმა შეთანხმებამ იმის საშუალება მოგვცა, რომ F-650/F-750-ის წარმოება ოჰაიოს ამწყობ ქარხანაში გადმოგვეტანა. ამ მსოფლიო კლასის ავტომობილების ამერიკაში გადმოტანა, სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში დაგვეხმარა. ლაპარაკია პროფკავშირების წევრ 1000-ზე მეტ თანამშრომელზე და რაც მთავარია, ამ ქარხნის შენარჩუნება, რეგიონის ეკონომიკის ზრდას უზრუნველყოფს“, - ამბობს „იუნაიტედ ავტო უორკერსის „ფორდის“ დეპარტამენტის დირექტორი ჯიმ სეტლსი.
F-650/F-750 სერიის საშუალო ზომის სატვირთო გამწევები, ამერიკაში ყველაზე გაყიდვადია. ცისფერი ოვალი მყიდველს ამ ავტომობილს სამი - რეგულარ ქებ, სუპერ ქებ და ქრიუ ქებ ვერსიების სახით სთავაზობს. გარდა ამისა, მყიდველს არჩევანის ფართო სპექტრს სთავაზობენ.
F-650/F-750-ის ძრავების გამაში შევიდა 6.7-ლიტრიანი V8 დიზელი და ბენზინის 6.8-ლიტრიანი V10. მეორე ძრავის შემთხვევაში, მყიდველს ასევე სთავაზობენ აგრეგატის ისეთ ვერსიებს, რომლებსაც შეკუმშულ ბუნებრივ აირსა და თხევად პროპანზე მუშაობა შეუძლია.

No comments:

Post a Comment