Thursday, August 20, 2015

„სუზუკი ბალენო“ ევროპაში მომავალი ზაფხულიდან გაიყიდება

2016 Suzuki Baleno hatchback launching in UK next summer
20 აგვისტო
„სუზუკი“ თავის უახლეს ჰეჩბეკ „ბალენოს“ მსოფლიო პრემიერას მალე, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გამართავს. ეს არის ჟენევის მოტორ შოუზე წარდგენილ კონცეპტ iK-2-ის სერიული ვერსია, რომელიც ამ სახით უკანასკნელად ინდონეზიის საერთაშრისო მოტორ შოუზე წარსდგა. მართალია, პრემიუმ ჰეჩბეკის პრემიერა ფრანკფურტში გაიმართება, თუმცა ევროპის ბაზარზე მისი გაყიდვები მხოლოდ მომავალი ზაფხულიდან დაიწყება.
თავისი ზომებით და დიზაინით, „ბალენო“ თითქმის ერთი-ერთში იმეორებს თავისი კონცეპტუალური ვერსიის ფორმებსა და გაბარიტებს. ამასთან, ის პოპულარულ „სვიფტზე“ გრძელიცაა და განიერიც. ახალი ჰეჩბეკი, „სუზუკის“ უახლესი თაობის პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც იაპონური კომპანია თავის სხვა მოდელებისთვისაც გამოიყენებს. ამ პლატფორმის ღირსებებია სიმსუბუქე, დინამიკური შესაძლებლობები და საწვავის ეფექტური მოხმარება.
სუზუკი ბალენო
„ბალენო“ აღიჭურვება სერია ბუსტერჯეტის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავით, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება. გარდა ამისა, ძრავების გამაში შევა ბენზინის K-სერიის 1.25-ლიტრიანი და დიზელის 1.3-ლიტრიანი DdiS ძრავები. გარდა ამისა, „სუზუკი“ წარმოებისთვის ამზადებს საშუალო ჰიბრიდულ სისტემას, რომელიც მალე შეავსებს „ბალენოს“ გამას.
„ბალენოს“ ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ვერსიის ეკიპირებაში შევა უსაფრთხოების 7 აირბალიში, ESP, ABS სისტემები, ასევე სისტემა „ქლიმბ ჰოლდ“, რომლითაც მხოლოდ ავტომატური ტრანსმისიით აღჭურვილ ვერსიებს დააკომპლექტებენ.

No comments:

Post a Comment