Monday, August 17, 2015

„ფორდი“ პიკაპ „რეინჯერს“ ნიგერიაშიც გამოუშვებს

Ford Will Build The Ranger In Nigeria For The Local Market
17 აგვისტო
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ პიკაპ „რეინჯერს“, რომელსაც ახლახანს ჩაუტარდა განახლება, ნიგერიის ქალაქ იკეიაში არსებულ ქარხანაში, ამ წლის ბოლოდან გამოუშვებს. ამგვარად, ნიგერია მეორე აფრიკული ქვეყანა გახდება, სადაც ამ პოპულარული პიკაპის წარმოებას დაიწყებენ. ცნობისათვის, ცისფერი ოვალი ამჟამად „რეინჯერს“ უკვე აწარმოებს სამხრეთ აფრიკაში.
ნიგერიაში „რეინჯერის“ წარმოების დაწყება, ამ ავტომობილის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში ექსპანსიის ნაწილია. იკეიას ქარხანა, ქვეყნის დედაქალაქ აბუჯადან სამხრეთ-დასავლეთით, 750 კილომეტრში, ლაგოსის მხარეში მდებარეობს. პიკაპის წარმოების საქმეში, „ფორდს“ პარტნიორობას მისი ადგილობრივი სადილერო ჯგუფი, „კოშარის მოტორსი“ უწევს.
იკეიას ქარხანა სიდიდით არ გამოირჩევა და იქ „რეინჯერის“ აწყობა, არასრული ციკლით მოხდება. პიკაპის წარმოებაზე, პირდაპირ და ირიბად, სულ 180 ადამიანი დასაქმდება. „რეინჯერის“ ასაწყობად გამზადებულ მსხვილ კვანძებს, ძარას და აგრეგატებს, სამხრეთ აფრიკიდან ჩაიტანენ, ადგილზე კი მათი დაკომპლექტება მოხდება. ქარხანა წლიურად მხოლოდ 5000 ცალი პიკაპის გამოშვებას შეძლებს. იკეიაში გამოშვებული ავტომობილები ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
ქარხნის ასამუშავებლად, ცისფერი ოვალი იკეიაში გამოცდილ პერსონალს გააგზავნის, რომელიც ადგილობრივ თანამშრომლებს, „ფორდის“ გლობალურ საწარმოო პროგრამას გააცნობენ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ საწარმო „ფორდს“ უსაფრთხოების, ხარისხისა და მიწოდების სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
„ფორდ რეინჯერი“ ამჟამად აფრიკის კონტინენტის 24 ქვეყანაში იყიდება. ის სამხრეთ აფრიკის 2015 წლის პირველი ნახევრის ბესტ სელერია. ამ ქვეყანაში „რეინჯერს“ სილვერტონის ამწყობი ქარხანა უშვებს, საიდანაც ექსპორტზე 148 ქვეყანაში გადის. მათ შორის ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

No comments:

Post a Comment