Friday, August 21, 2015

იღბლიანი და უსწრაფესი როსბერგი

Motor racing-Rosberg fastest in Belgium despite tyre blowout
21 აგვისტო
ნიკო როსბერგი ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო, მაგრამ მეორე სესიის მიწურულს, გვარიანი ხიფათი შეემთხვა - მოსახვევ ბლანშიმონთან მიახლოებისას, დაახლოებით 320 კმ/სთ სიჩქარეზე, მის „მერსედესზე“ მოულოდნელად, უკანა მარჯვენა საბურავი გასკდა. ნიკომ მოახერხა მანქანის დამორჩილება და კედელთან შეჯახებას გადარჩა.

„მინდა ვთქვა, რომ ეს არ იყო სასიამოვნო. 360 გრადუსით დავტრიალდ 320 კმ/სთ სიჩქარეზე. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს არ ველოდი. ბედად, კედელს არ დავეჯახე. ყველაფერი უცბად მოხდა. მანამდე საბურავი კარგად მუშაობდა და დაზიანების ნიშნები არ ჰქონია. მომხდარს ანალიზი სჭირდება“, - ამბობს როსბერგი და დასძენს, რომ შემთხვევამდე მანქანით კმაყოფილი იყო.
ჩანაწერზე გამოჩნდა, რომ საბურავს დაზიანების ნიშნები რამდენიმე მოსახვევით ადრე დაეტყო. როსბერგმა მანქანა იქვე დატოვა და სტიუარდებმა სესია წითელი შუქით გააჩერეს, რადგან ტრასა გასაწმენდ იყო. სხვათა შორის, წითელი შუქი, სესიის განახლებიდან მალე ისევ აინთო. ამჯერად მარკუს ერიქსონს შეემთხვა ინციდნტი და როსბერგისგან განსხვავებით, მან კედელთან შეჯახებას თავი ვერ აარიდა. თუმცა, ბედად ტრავმას გადაურჩა.
ორივე სესიაზე მოწინვე სამეული ერთნაირი იყო - მეორე დრო ლუის ჰამილტონს ჰქონდა, მესამე საფეხური კი დანიელ რიკარდომ დაიკავა. სხვათა შორის, როსბერგს პირველ სესიაზე ძრავი გაუჭირვეულდა, თუმცა მაინც შეძლო თავის გამოჩენა. მისგან განსხვავებით, პრობლემა არ შექმნია ჰამილტონს. ჩემპიონი მანქანითაც კმაყოფილი დარჩა.
მეოთხე და მეხუთე დროები ჰქონდა კიმი რაიკონენს, ვისაც სპაზე ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ახალმა კონტრაქტმა მას სტიმული გაუძიერა. ჯერჯერობით მაინც. ორივე სესიაზე ის სებასტიან ფეტელზე სწრაფი იყო. კვლავ პელოტონის ბოლოში არიან „მაკლარენის“ პილოტები. არადა, „ჰონდამ“ სპაზე „მაკლარენს“ გაუმჯობესებული აგრეგატები მიაწოდა...


ბელგიის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:51.082
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:51.324
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:51.373
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:51.478
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:51.866
6. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:51.960
7. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)             1:52.158
8. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო)   1:52.421
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                      1:52.423
10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:52.511
11. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:52.539
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:52.614
13. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:52.640
14. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:52.653
15. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:53.426
16. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)             1:53.502
17. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, ლოტუსი)             1:53.799
18. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:54.225
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:55.501
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:56.086

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:49.385
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:49.687
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:50.136
4. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:50.399
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:50.461
6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1:50.461
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    1:50.489
8. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                     1:50.709
9. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                        1:50.928
10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                  1:50.940
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:50.971
12. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:51.037
13. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:51.117
14. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                   1:51.250
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:51.317
16. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:51.588
17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:51.854
18. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)            1:52.570
19. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:54.065
20. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:54.253

No comments:

Post a Comment