Nurburgring To Lift Speed Restrictions After A
Thorough Revision
19 აგვისტო
ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი მალე ისევ ფორმაში
ჩადგება. ანუ, მასზე სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნება. ლეგენდარული ტრეკის მფლობელმა,
კომპანია „კაპრიკორნ ნურბურგრინგმა“ ტრეკის მოდიფიცირება გადაწყვიტა. დადგინდა 16
ადგილი, რომლებსაც უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა სჭირდება.
მათგან შვიდზე სამუშაოები ზამთარში შესრულდება, რა დროსაც ტრეკი დროებით
დაიხურება. რაც მთავარია, რეკონსტრუქციები არ შეეხება ტრასის კონფიგურაციას.
იმისათვის, რომ ტრეკზე სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნას,
ყველაზე სახიფათო მონაკვეთები უსაფრთხო უნდა გახდეს. რა თქმა უნდა, სარბოლო ტრეკზე
სიჩქარის შეზღუდვა სისულელეა. მითუმეტეს გერმანიაში, სადაც ბევრ ავტობანზე არავითარი
შეზღუდვა არ მოქმედებს. მაგრამ შეზღუდვა მაინც შემოიღეს, რაც ფატალურ ინციდენტს
მოჰყვა, რომელსაც მაყურებლის სიცოცხლე შეეწირა. სწორედ ამის შემდეგ ჩაერია საქმეში
გერმანიის მოტორსპორტის ასოციაცია.
მოდიფიკაციების მიზანი, უმეტეს წილად, მაყურებელთა
უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამისათვის, სახიფათო ადგილებში, დამცავ ზღუდეებს მეტალის
ბადეებით აღჭურვავენ, რამაც ავარიის შემთხვევაში, დამტვრეული ავტომობილების ნაწილების
ტრასის მიღმა გადავარდნა უნდა აღკვეთოს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტრეკს
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია შეამოწმებს.
გაუმჯობესდება ფლუგპლაცის სახელით ცნობილი სექტორი,
სადაც ახალ ასფალტს დააგებენ და ხუთ ბორცვს გაასწორებენ, რომელიც ტრეკის საფარის
დაძველებამ გამოიწვია. ამ სექტორში ჯამში 500 მეტრის სიგრძის გზაზე ასფალტი სრულად
განახლდება.
No comments:
Post a Comment