Suzuki Swift Sport concept with 1.4L turbo engine
attending Tokyo Motor Show
26 აგვისტო
ტოკიოს მოტორ შოუზე, რომელიც ოქტომბერში
გაიმართება, „სუზუკი“ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ „სვიფტის“ ბაზაზე შემუშავებულ
კონცეპტუალურ მოდელს, „სვიფტ სპორტს“ გაიტანს, რომელიც უახლესი ტურბო ძრავით და
სრულ ამძრავიანი სისტემით აღიჭურვება. გარდა ამისა, ავტომობილს ორიგინლური გარეგნობა
ექნება, რომლის ზოგიერთ ელემენტსაც მალე „სვიფტის“ შემდგომ თაობაზე ვიხილავთ. კონცეპტი
ასევე ახალი აეროდინამიკური ელემენტებითაც იქნება შემოსილი.
ახალი ძრავი არის 1.4-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო,
რომელიც იაპონური კომპანიის ტექნოლოგია ბუსტერჯეტის გამოყენებით არის
შემუშავებული. ეს ძრავი „სუზუკიმ“ შანჰაის წლევანდელ მოტორ შოუზე გაგვაცნო და მას ასევე
სხვა მოდელებზეც გამოიყენებს, როგორებიცაა „S-ქროსი“ და უახლესი „ბალენო“, რომლის
მსოფლიო პრემიერაც მალე ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.
ეს „სუზუკის“ მეორე აგრეგატია, რომელიც ტექნოლოგია
ბუსტერჯეტს იყენებს. პირველი 1.0-ლიტრიანია და მისი პრემიერა ახლახანს, ჟენევის
მოტორ შოუზე შედგა.ამ ძრავსაც „სუზუკის“ სამოდელო ოჯახის ბევრ წევრზე ვიხილავთ.
ახალი 1.4-ლიტრიანი აგრეგატი 136 ცხენის ძალას და 220 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს
და ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია კომპანიის ისტორიაში. „სვიფტ სპორტზე“, მასთან
წყვილში უსაფეხურო ვარიატორი იმუშავებს.
კონცეპტუალური სპორტული ჰეჩბეკის გარდა, „სუზუკი“ ტოკიოს
შოუზე თავის უახლეს ჰიბრიდულ სისტემა „S-ენერჯისაც“ წარადგენს, რომელშიც უახლეს
ტურბო ძრავთან (სავარაუდოდ, 1.0-ლიტრიან ბუსტერჯეტთან) ერთად, ელექტრო ძრავიც
იმუშავებს. მისთვის ენერგია ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკში დაგროვდება და ეს ენერგია
საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ავტომობილმა მხოლოდ ელექტრო ძრავითაც შეძლოს
გადაადგილება.
No comments:
Post a Comment