Tuesday, August 4, 2015

„რედ ბული“ „რენოს“ გაძლიერებულ ძრავს სოჭის რბოლამდე დაელოდება

Red Bull face wait until Russia for Renault upgrade
4 აგვისტო
„რედ ბულში“ უკვე შეგუებულები არიან, რომ სოჭის რბოლამდე, „რენოსგან“ გაუმჯობესებული აგრეგატის მიღებას არ უნდა ელოდონ. ამის შესახებ, „ხარების“ შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა. უნგრეთში დასმულ კითხვაზე, არდადეგების შემდეგ, სპასა და მონცაზე თუ არის მოსალოდნელი „რედ ბულისგან“ მანქანის გაუმჯობესება, ჰორნერმა უპასუხა: „სოჭის რბოლამდე დაგეგმილი არაფერი გვაქვს. სოჭისთვის ტოკენების გამოყენებას და მის შედეგებს ველით“.
ჰორნერმა განაცხადა, რომ „რედ ბულის“ პილოტები ჰუნგარორინგზე მე-4 და მე-5 აგრეგატებით ასპარეზობდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ მათ აგრეგატების რესურსი პრაქტიკულად ამოწურეს. უფრო მეტიც, დანიელ რიკარდოს (ფოტოზე) მეოთხე აგრეგატი დაუზიანდა, რაც ნიშნავს, რომ დარჩენილ 9 ეტაპზე, ჯარიმის გარეშე, მხოლოდ ერთი ძრავის გამოყენების უფლება აქვს. ეს ძრავი (მეხუთე) ავსტრალიელმა პირველად ავსტრიის ეტაპზე გამოიყენა. სავარაუდოდ, ეს აგრეგატი მას სოჭის რბოლამდე ვერ გაუძლებს.
ჰორნერს, ვინც აქამდე მკაცრად აკრიტიკებდა „რენოს“ და მის მიერ მიწოდებულ არასაიმედო და სუსტ ძრავებს, სჯერა, რომ ფრანგული კომპანია შეძლებს აგრეგატის გაუმჯობესებას, რაც „რედ ბულს“ ლიდერებთან პაექრობის საშუალებას მისცემს.

No comments:

Post a Comment