Monday, August 3, 2015

„პინინფარინა“ ჯერაც „მაჰინდრასგან“ ელის შველას

Pininfarina Is Still Hoping For A Deal With Mahindra
3 აგვისტო
მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინ ატელიე „პინინფარინა“ ფინანსურ პრობლემებს ებრძვის და კრიზისიდან თავის დასაღწევას, ძიერ მფარველს ეძებს. ასეთად იტალიელები ინდურ „მაჰინდრა & მაჰინდრას“ მოიაზრებენ.
როიტერსის ინფორმაციით, „პინინფარინას“ აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი, კომპანია „პინქარი“ მოლაპარაკებას „მაჰინდრასთან“ აწარმოებდა, მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მართალია, მოლაპარაკება სექტემბერში უნდა განახლდეს, მაგრამ ინდური გიგანტი აცხადებს, რომ „პინინფარინაში“ მინიმალური თანხის გადახდას აპირებს.
ამასობაში, „პინინფარინამ“ საკუთარი ბიზნეს გეგმის შედგენა დაიწყო, რადგან მისი ფინანსური მდგომარეობა გართულდა და განსაკუთრებული ქმედების გარეშე, გაკოტრება გარდაუვალი გახდება. მართალია, „მაჰინდრასთან“ მოლაპარაკებას იტალიელები ოპტიმიზმით უყურებენ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, სათადარიგო გეგმის შედგენაც საჭიროა, რათა ინდურ კომპანიასთან შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ატელიე ვალებმა არ დაახრჩოს.

ცნობისათვის, ამ წლის პირველ ნახევარში, „პინინფარინამ“ 52.7 მილიონი დოლარი იზარალა.

No comments:

Post a Comment