Bugatti To Preview New Design Language With
Vision GT Concept
28 აგვისტო
„ბუგატი“ წარმოებისთვის „ვეირონის“ შემცვლელს, ჰიბრიდულ
ჰიპერ ავტომობილ „შირონს“ ამზადებს, თუმცა ფრანკფურტის მოტორ შოუზე თავის სულ სხვა
ნამუშევარს წარადგენს. ეს არის ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმო 6-ის“ კიდევ ერთი პერსონაჟი,
რომელიც სახელ „ვიჟნ გრან ტურიზმოს“ სახელით, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარდგება.
მანამდე კი თავისი შედევრისადმი ინტერესს ფოტო ტიზერებით აღვივებს.
ეს ავტომობილიც, ისევე როგორც სხვა კომპანიების ვირტუალური
სუპერ ავტომობილები, გამოწვევა „ვიჟნ გრან ტურიზმოს“ ფარგლებში შეიქმნა. ეს
გამოწვევა ვიდეოთამაშის ავტორ კაზუნორი იამაუჩის მიერაა ინიცირებული და რა თქმა
უნდა, ყველა ვირტუალური ავტომობილი, თამაშის პროგრამაში, ვირტუალურ ადგილს
დაიკავებს. ამ ავტომობილებს ერთი ორი რამ გამოარჩევს - თამამი დიზაინი და ხშირად
არარსებული ტექნოლოგიები, რომლებიც შესაძლოა მალე რეალობაშიც დაინერგოს.
„ბუგატის“ შეფი ვოლფგანგ დიურჰაიმერი ამბობს, რომ
მისი „ვიჟნ გრან ტურიზმო“, ბრენდის ფანებს იმის საშუალებას მისცემს, რომ შეიცნონ „ბუგატის“
ავტომობილები, რომლებიც მთელს მსოფლიოში, ძალიან ცოტა ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი.
მისივე თქმით, ეს პროექტი „ბუგატის“ ფანებისთვისაა შექმნილი.
თუმცა, კონცეპტუალური ავტომობილი მხოლოდ ვირტუალური
სამყაროსთვის არაა შექმნილი. კომპანია ირწმუნება, რომ ამ ავტომობილის გარეგნობაში გამოყენებულია
ახალი ფორმები, რომლებსაც „ბუგატი“ თავის ახალ ავტომობილზე (შირონზე) დანერგავს.
სხვათა შორის, პროექტზე მომუშავე ჯგუფი, კონცეპტის რეალური ვერსიის შემუშავებასაც
აპირებს, რომელსაც რეალურ პირობებში ჩაუტარდება ტესტირება.
No comments:
Post a Comment