Future Lamborghini Hypercar Will Be Limited To 20
Units Costing At Least $1.2 Million
27 აგვისტო
პებლ ბიჩის ელეგანტურბოის კონკურსზე, „ლამბორგინიმ“
თავის გამორჩეულ კლიენტებს ის ექსკლუზიური ავტომობილი, ჰოლოგრამული გრაფიკის სახით
წარუდგინა, რომლის პრემიერასაც ჟენევის მოტორ შოუზე გეგმავს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით,
თავისი მახასიათებლებით, ახალი ჰიპერ ავტომობილი, „მაკლარენის“ P1-ის და „ფერარი
ლაფერარის“ დონეზე იქნება. ასევე ცნობილია, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელები ამ
ავტომობილს მხოლოდ 20 ცალს გამოუშვებენ.
ამ ფოტოზე „ლამბორგინი ეგოისტაა“, ავტომობილი,
რომელიც მხოლოდ ერთი ცალი დამზადდა და მისი გაყიდვა არც ყოფილა ჩაფიქრებული. ის
ამჟამად კომპანიის მუზეუმს ამშვენებს, რომელიც სანტ’აგატა ბოლონეზეში, ქარხნის
გვერდით მდებარეობს. „ეგოისტა“ მხოლოდ იმის საილუსტრაციოდ გაგახსენეთ, რომ „ლამბოს“
ახალი ჰიპერ ავტომობილიც შეიძლება მასავით გამაოგნებელი ფორმებით გამორჩეული იყოს.
ფასიც შესაფერისი ექნება - 1.2 მილიონი დოლარის ფარგლებში. არცაა გასაკვირი, ის
ხომ იმავე P1-სა და „ლაფერარიზე“ ბევრად ექსკლუზიური უნდა იყოს.„ლამბორგინის“ შეფი სტეფან ვინკელმანი ამბობს, რომ ამ ტიპის ავტომობილები, იყო და იქნება ერთგვარი სავარჯიშოები, რომლებსაც ინჟინრები პერიოდულად შეასრულებენ და ამგვარად, მათ საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მიეცემათ. გარდა ამისა: „ჩვენ ინოვაციების ჩვენება გვინდა. ჩვენს თავებში ბევრი საინტერესო იდეა იბადება. ჩვენ არ გვსურს, რომ ეს იდეები, მხოლოდ მუზეუმებისთვის განკუთვნლ კონცეპტუალურ ავტომობილებზე განვახორციელოთ. ჩვენ გვინდა, რომ მომხმარებლებს გზაზე მოძრაობისას სიამოვნების საშუალება მივცეთ“.
No comments:
Post a Comment