Hamilton cruises to dream win in Belgium
23 აგვისტო
ჰამილტონი ისევ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეა.
ამ სეზონში მეექვსედ, კარიერაში კი 49-ედ. კარიერაში მეოთხმოცედ ავიდა
კვარცხლბეკზე, რითაც თავისი ბავშვობის კერპის, აირტონ სენას მიღწევა გაიმეორა. და
კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს - მსოფლიო ჩემპიონის მესამე
ტიტულს. რა თქმა უნდა, სეზონის დასრულებამდე 8 ეტაპით ადრე, როცა ნიკო როსბერგს
მხოლოდ 28 ქულას უგებს, ტიტულზე ლაპარაკიც კი ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ
ჯერჯერობით ჰამილტონს ბადალი არ ჰყავს.
რაც შეეხება ბელგიის დიდ პრიზს, ის მოულოდნელობებით
და დრამითაც იყო გაჯერებული. რბოლა პირობითად, ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს - პირველში
სერხიო პერესმა გაიბრწყინა, მეორეში კი - რომენ გროჟანმა. პირველი მოულოდნლობა
სწორედ პერესმა, სტარტზევე შემოგვთავაზა, რომელმაც ერთი მოხერხებული მანევრით შეძლო
რამდენიმე მეტოქის ჩამოტოვება და პირველივე მოსახვევში შეუტია ჰამილტონს. მართალია,
არ გამოუვიდა, მაგრამ რბოლას ინტერესი მიეცა. თანაც, დისტანციის ნახევარზე საკმაოდ
ახლოს სდია ჩემპიონს.
მერე კი, მე-20 წრეზე მას მესამე ადგილი გროჟანმა „ჩამოართვა“,
რომელმაც კვალიფიკაცია მეოთხე დროით დაასრულა, თუმცა ტრანსმისიის შეცვლის გამო,
ხუთი ადგილის დათმობამ მოუწია. და მაინც, შესანიშნავი რბოლით, მალევე დაიბრუნა
დაკარგული ადგილები. მეორე პიტ სტოპის შემდეგ, ფრანგი მრბოლი სებასტიან ფეტელის
უკან აღმოჩნდა, რომელსაც „ფერარიმ“ ერთსტოპიანი სტრატეგია შეურჩია. და თითქოს,
ამან გაამართლა კიდეც, რადგან ბოლოსწინა წრემდე, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, გროჟანს
გასწრების საშუალებას არ აძლევდა.
მაგრამ იღბალმა ამჯერად მარანელოელებს ზურგი აქცია
- „ფერარის“ უკანა მარჯვენა საბურავმა ცვეთას და დატვირთვას ვერ გაუძლო და გასკდა.
ფეტელმა რბოლა (თავის კარიერაში 150-ე) ბოქსებში, უქულოდ დაასრულა. სამწუხაროდ,
იტალიური საჯინიბოს მე-900 რბოლა წარუმატებელი გამოდგა - კიმი რაიკონენი მხოლოდ
მე-7 ადგილს დასჯერდა.
რბოლა
ვერც დანლ რიკარდმ დაასრულა, რომელსაც ძრავი 21-ე წრის ბოლოს გაუჩერდა. არადა, მას
თავისუფლად შეეძლო კვარცხლბეკის მესამე საფეხურისთვის ბრძლა. სამაგიეროდ, ფინიშთან
მეოთხე მივიდა მისი თანაგუნდელი დანილ კვიატი, რომელმაც რბოლის მიწურულს, რბილი
საბურავების დახმარებით, ორი წარმატებული მანევრიც შეასრულა - ფელიპე მასას და პერესს
გაასწრო.
ბელგიის დიდი პრიზი
სპა ფრანკორშანი, დისტანცია 308.052 კმ (7.004 კმ, 44
წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:23:40.387
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) +00:02.058
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 00:37.988
4. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 00:45.692
5. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 00:53.997
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 00:55.283
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:55.703
8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 00:56.076
9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:01.040
10. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 01:31.234
11. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 01:42.311
12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1
წრე
13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
15. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 1 წრე
16. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 1 წრე
გ. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 11 წრე
გ. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 22 წრე
გ. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 42 წრე
გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 43 წრე
შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:52.416, 34-ე წრე
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) - 227
ქულა; 2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) - 199; 3. სებასტიან ფეტელი
(გერმანია, ფერარი) - 160; 4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) - 82; 5. ფელიპე
მასა (ბრაზილია, უილიამსი) - 82; 6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) - 79; 7. დანილ
კვიატი (რუსეთი, რედ ბული) - 57; 8. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) - 51; 9.
რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) - 38; 10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო
როსო) - 26; 11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) - 25; 12. ნიკო ჰულკენბერგი
(გერმანია, ფორს ინდია) - 24; 13. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) - 16; 14. პასტორ
მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) - 12; 15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) -
11; 16. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) - 9; 17. მარკუს ერიქსონი (შვედეთი,
ზაუბერი) - 7; 18. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) - 6; 19. რობერტო მერი
(ესპანეთი, მენორი) - 0; 20. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) - 0
კონსტარუქტორთა თასი
1. მერსედესი - 426 ქულა; 2. ფერარი - 242; 3. უილიამს-მერსედესი - 161; 4. რედ ბულ-რენო - 108;
5. ლოტუს-მერსედესი - 50; 6. ფორს ინდა-მერსედესი - 49; 7. ტორო როსო-რენო - 35; 8.
ზაუბერ-ფერარი - 23; 9. მაკლარენ-ჰონდა - 17; 10. მენორ-ფერარი - 0
No comments:
Post a Comment