Friday, August 21, 2015

ლონდონში „ლენდ როვერ დიფენდერის“ გატაცებები გაიზარდა

DEFENDER THEFTS ON THE RISE
21 აგვისტო
ლეგენდარულ ავტომობილს ადრეც ყველაზე ხშირად იტაცებდნენ, მაგრამ ლონდონური პოლიციის განცხადებით, ბოლო დროს გამტაცებლებს შორის „დიფენდერზე“ განსაკუთრებული მოთხოვნაა. ადრე თუ ამ ავტომობილის ხშირ გატაცებებს მარტივი მიზეზი ჰქონდა - ის მინიმალურად იყო დაცული, ამჯერად სულ სხვა სიტუაციაა. ახლანდელი „დიფენდერის“ წარმოება მალე შეწყდება, რაც მის პოპულარობას ზრდის.
გამტაცებლები „დიფენდერს“ იმიტომაც ეტანებიან, რომ შავ ბაზარზე ამ ავტომობილზე დიდი მოთხოვნაა და შესაბამისად, მოპარულის გასაღება სწრაფად ხერხდება. გამტაცებლები წამებში ახერხებენ იმ სტანდარტული საშუალებების განეიტრალებას, რომლებსაც ავტომობილის დაცვა ევალება. მანქანის უგასაღებოდ დაქოქვა კი მათთვის პრობლემა არაა.
პოლიციამ გამოაცხადა, რომ ყველაზე ხშირად „დიფენდერებს“ დასავლეთ მერსიაში, შროპშირსა და კორნუოლში იპარავენ. გარდა ამისა, მოთხოვნაა „დიფენდერის“ ცალკეულ ნაწილებზეც. მაგალითად, ხშირად იპარავენ ძარის ცალკეულ ელემენტებს, კარებს, ფარებს, კაპოტს. ყველაზე ხშირად ქურდობა ღამით ხდება. უგზოობის პოპულარულ ავტომობილს მოპარვის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში ნაწილებად შლიან. იშვიათად კი მას გადააკეთებენ და უცხოეთში გააქვთ.
პოლიცია მფლობელებს ურჩევს, თუ რა უნდა მოიმოქმედონ იმისათვის, რომ თავიანთი „დიფენდერი“ უკეთ დაიცვან. ამასთან არსებობს ელექტრონული სისტემები, რომლებიც გატაცების სეთხვევაში, სატერფულების კვანძს და საჭის სისტემას გათიშავენ. იმობილაიზერი და სიგნალიზაცია მხოლოდ იმისთვის თუ გამოდგება, რომ დაზღვევის გადასახადი შემცირდეს. მაგრამ რითაც უნდა დაიცვათ ავტომობილი, თუ გამოცდილ გამტაცებელს შესაბამისი დრო ექნა, ის აუცილებლად მიაღწევს მიზანს.

No comments:

Post a Comment