Wednesday, August 19, 2015

"ეპლი" თავისი პირველი ავტომობილის მზადების პროცესშია

Apple’s Automotive Aspirations Reportedly Confirmed Via Internal Emails
19 აგვისტო
კიდევ ერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „ეპლი“ საკუთარი ავტომობილის გამოშვებას აპირებს, ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ გაავრცელა. მის ხელთ აღმოჩნდა ამერიკული კომპანიის მიმოწერა, რომელშიც მისი ინჟინერი სატესტო პოლიგონთან დაკავშირები აწარმოებს მოლაპარაკებას. ეს ინფორმაცია უკვე მეტყველებს იმაზე, რომ „ეპლს“ მზად აქვს, ან მალე ექნება სატესტო პროტოტიპები, რომელთა გამოცდების დაწყებასაც, დაცულ პოლიგონზე გეგმავს.
ლაპარაკია ყოფილ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, რომელიც „გოუმენტუმ სტეიშნის“ სახელითაა ცნობილი. ეს ბაზა სან ფრანცისკოს გარეუბანში მდბარეობს, მას სამხედროები იცავენ და რაც მთავარია, საიდუმლო ტესტებისთვის, საავტომობილო კომპანიები (მაგალითად, მერსედესი და ჰონდა) იყენებენ.
მიმოწერისას „ეპლის“ ინჟინერი ფრენკ ფირონი ინტერესდება პოლიგონის სივრცით, სხვა ავტოკომპანიების მუშაობის განრიგით და ამ კომპანიებთან განრიგის შეთანხმების შესაძლებლობით. ამასთან ფირონი წერს, რომ მის კომპანიას თავისი პირველი ავტომობილის საპრეზენტაციო გადაღებბის პოლიგონზე ჩატარება სურს.
„გოუმენტუმ სტეიშნი“ სრულფასოვანი პოლიგონია და თანაც სრულად დაცული. მასზე არის როგორც მაგისტრალის ტიპის გზები, ასევე უღელტეხილის მსგავსი სექტორები, სარგინიგზო გადასასვლელები და ყველაფერი, რაც ავტომობილის ყოველდღიური ექსპლუატაციის შესაბამისი ტესტირებისთვისაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ „ეპლის“ მთავარი აღმასრულებელი ტიმ კუკი ხშირად ხვდება დიდი საავტომობილო კომპანიების ხელმძღვანელებს. რა თემაზე საუბრობენ, ამაზე ოფიციალურად არავინ ლაპარაკობს, თუმცა ადრე გავრცელებული ინფორმაციით, „ეპლს“ თავისი ავტომობილისთვის „ბეემვე i3-ის“ პლატფორმის გამოყენება სურდა. ასევე არაოფიცალური ინფორმაციით, ამერიკულმა კომპანიამ, „მერსედეს-ბენცის“ კალიფორნიული შტოს და „ტესლა მოტორსის“ ინჟინრების გადაბირებაც მოახერხა.

No comments:

Post a Comment