დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 18, 2015

„ჰონდა“ სპაზე „ფერარისთან“ გატოლებას გეგმავს

Honda Looking To Match Ferrari's Power Output At Belgian Grand Prix
18 აგვისტო
დღეს ვერავინ წარმოიდგენს, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ „ჰონდაში“ დარწმუნებულები არიან, რომ მათი აგრეგატი მალე სიმძლავრით „ფერარისას“ გაუტოლდება. მათ ბელგიის დიდი პრიზისთვის ძრავის მესამე ვერსია მოამზადეს, რომელიც ამ სეზონში ბოლო მოდიფიკაცია იქნება. ამასთან, იაპონურმა კომპანიამ უკვე დაიწყო მუშაობა ამ აგრეგატის მეოთხე მოდიფიკაციაზე, რომელსაც მომავალ სეზონში გამოიყენებს.
„ჰონდას“ ინჟინრებმა ძრავზე წვის კამერა, შეშვების სისტემა, გამოსაბოლქვი სისტემა და მთავარი გადაცემა შეცვალეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ყველა ცვლილება სასურველ შედეგს მოუტანთ, რაც „მაკლარენს“ შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარება. „ჰონდას“ მოტორსპორტის შეფი იასუჰისა არაი ირწმუნება, რომ უკვე უნგრეთში, მისი ძრავი „რენოსას“ სჯობდა. თუმცაღა ფაქტია, რომ იქ „რედ ბულს“ უკეთესი შედეგები ჰქონდა.
„სპადან ჩვენ ამ სეზონში ძრავის ბოლო მოდიფიკაციას გამოვიყენებთ. მცირე სიახლეებს მომდევნო რბოლაშიც დავამატებთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა მეოთხე მოდიფიკაციაზე, რომელსაც მომავალ სეზონში გამოვიყენებთ. და ეს ძრავი „მერსედესის“ დონეზე იქნება. მიზანი სწორედ ესაა. მესამე მოდიფიკაციით ჩვენ „ფერარისთან“ გატოლებას ვგეგმავთ და ეს სოლიდური პროგრესი იქნება“, - ამბობს არაი.
ის დასძენს, რომ მექანიკური ჩაჭიდებისა და აეროდინამიკის მხრივ, „მაკლარენი“ ჯერაც ბევრით ჩამორჩება „რედ ბულს“, მაგრამ ძრავის მხრივ, ყველაფერი რიგზეა. არადა ბევრი აღიარებს, რომ ახლანდლი „მაკლარენის“ საუკეთესო მხარე სწორედ აეროდინამიკაა.
ბელგიის დიდი პრიზი 23 აგვისტოს გაიმართება.

No comments:

Post a Comment