Monday, August 17, 2015

შალითებში დამალული „ბუგატი შირონი“

Two Bugatti Chiron Hypercar Prototypes Spied at Los Angeles Airport
17 აგვისტო
„ბუგატიმ“ თავის ჰიპერქარ „ვეირონის“ და მისი ვარიაციების წარმოება დაასრულა. კომპანია ამჟამად არაფერს აწარმოებს, თუმცა გამალებული ემზადება ახალი ჰიპერ ავტომობილის გამოსაშვებად, რომელიც როგორც ჩანს, ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება. ამაზე მიუთითებს ფრანგული კომპანიის მიერ ახლახანს გავრცელებული ვიდეო ტიზერი, სახელწოდებით imaginEBugatti. ამ სახელში ასო E, სწორედ აგრეგატში ელექტრული კომპონენტის არსებობაზე იგვითითებს.
აქამდე ამ ავტომობილის მხოლოდ მსტოვრული ფოტოები ვრცელდბოდა, რომლებზეც ის სატესტოდ კამუფლირებულ ფორმაშია გამოწყობილი და „ვეირონს“ ჰგავს. ახლახანს კი, მისი ორი ეგზემპლარი, კალიფორნიის ქალაქ მონტერეის ეწვია, სადაც საავტომობილო ფესტივალი გაიმართა. „ბუგატიმ“ ის იმ ამერიკელებს წარუდგინა, რომლებსაც „ვეირონი“ აქვთ ნაყიდი.
ამ ფოტოებზე სწორედ ეს ორი „შირონი“ გამოსახული, რომლებიც ლოს ანჯელესის აეროპორტში დააფიქსირა ფოტო მსტოვრის მახვილმა მზერამ. თუ კარგად დააკვირდებით, ერთი ფოტოს კადრში კიდევ ორი საინტერესო ავტომობილი მოხვდა, რომლებიც თეთრი ფერის შალითებშია გახვეული. მათში ადვილად ამოიცნობთ „ლამბორგინის“ ფორმებს. სხვათა შორის, იტალიურ კომპანსაც თავისი გამორჩეული კლიენტებისთვის დახურული ჩვენება ჰქონდა ახალი ჰიპერ ავტომობილისა, რომელსაც მალე მთელს მსოფლიოსაც გააცნობს.
რაც შეეხება „შირონს“, გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჰიბრიდული სისტემის სიმძლავრე 1500 ცხენის ძალას მიაღწევს. სისტემაში შევა „ვეირონის“ 8.0-ლიტრიანი, ოთხ ტურბოიანი W16, რომელსაც აკომპანიმენტს „აუდის“ ტექნოლოგია e-ტურბო გაუწევს. „შირონის“ რემაში უფრო მეტი ცხენი „იმუშავებს“, ვიდრე „ავენტადორსა“ და „ფერარი F12 ბერლინეტას“ ერთად ემსახურება. „ვეირონის“ შთამომავალი ადგილიდან ასის აკრეფას 2.0 წამში მოასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 450 კილომეტრს მიაღწევს.

No comments:

Post a Comment