Saturday, August 15, 2015

“ლამბორგინი“ ჟენევისთვის ერთჯერად სუპერქარს ამზადებს

One-off Lamborghini supercar coming to Geneva
15 აგვისტო
მონტრეის (კალიფორნია) საავტომობილო ფესტივალის მიღებაზე, „ლამბორგინის“ მთავარმა აღმასრულებელმა სტეფან ვინკელმანმა დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანია, ჟენევის მოტორ შოუზე, ერთჯერად სუპერ ავტომობილს წარადგენს. მას ამ ავტომობილის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
თუმცა გამოცემა „როუდ ენდ ტრეკი“ იუწყება, რომ ეს იქნება ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი ავტომობილი. მართალია, იტალიური კომპანია ამ ტიპის აგრეგატების გამოყენებაზე ჯიუტად უარს ამბობს, თუმცა ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი კონცეპტუალური ავტომობილი ერთხელ უკვე გვიჩვენა „ასტერიონის“ სახით. სხვათა შორის, ამ პროექტის სამომავლო პერსპექტივა თაროზე დამტვერვა არაა და უგზოობის „ურუსის“ წარმოების დაწყების შემდეგ, „ლამბო“ მას ისევ მიუბრუნდება.
მართალია, ჟენევის შოუმდე (ტრადიციულად, მარტში გაიმართება) ამ ავტომობილს ვერსად ვნახავთ, თუმცა არსებული ინფორმაციით, მონტერეიში მის ესკიზებს, ან მასშტაბურ მოდელს, კომპანია თავის ერთგულ კლიენტურას წარუდგენს. „ლამბომ“ ამ ჩვენებაზე ძალიან მცირე ჯგუფი მიიწვია.

No comments:

Post a Comment