Sunday, August 2, 2015

„ფორდ ფიესტა“ ევროპის ყველაზე გაყიდვადი სუბკომპაქტია

Europe Crowns The Ford Fiesta As The Best-Selling Supermini For The First Half Of 2015
2 აგვისტო
ევროპაში სუბკომპაქტურ სეგმენტში, ყველაზე მეტი „ფორდ ფიესტა“ იყიდება. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, „ფორდს“ უკვე 173 999 „ფიესტა“ აქვს გაყიდული, ეს კი წინა წლის პირველი ნახევრის მონაცემებზე 3.6 პროცენტით მეტია. ამ პატარა ავტომობილებს შორის, ყველაზე მეტი პოპულარობით, 1.0-ლიტრიანი ეკობუსტით და 1.5-ლიტრიანი TDCi დიზელებით აღჭურვილი ვერსიები სარგებლობს. თუ შარშან ივნისში ცისფერმა ოვალმა 33 646 ცალი „ფიესტას“ გაყიდვა შეძლო, წელს გაყიდვები 22.3 პროცენტით არის გაზრდილი.

„ევროპელებს პატარა ავტომობილები უყვართ და მათ ექსტრემალურად მაღალი სტანდარტები აქვთ. ამიტომ ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ „ფიესტა“ კვლავაც მოწინავეა. მომხმარებლებს ამჯერად „ფიესტას“ მოდიფიკაციების გაცილებით ფართო არჩევანი აქვთ, ვიდრე ოდესმე. მათ შორისაა „ფიესტა ეკონეტიკი“ ისეთი ახალი ფერები, როგორიც მაგალითად, ვერცხლისფერი აბრეშუმია“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდნტი რიოლანტ დე ვაარდი, ვინც მარკეტინგს, გაყიდვებს და მომსახურებას უძღვება.

„ფორდმა“ ახლახანს განაახლა „ფიესტას“ რანგი, რომელსაც ახალი ფერები, სალონის შესრულების სხვადასხვა ვარიანტი და ძრავები დაუმატა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული, ვერსია „ფიესტა ეკონეტიკია“, რომელიც ყველაზე ეკონომიურია „ფიესტას“ ოჯახში. ასი კილომეტრის გასავლელად მხოლოდ 3.2 ლიტრ დზელის საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 88 გრამ ნხშირორჟანგს გამოჰყოფს. ამ ვერსიას მამოძრავებელი ძალით 1.5ლიტრიანი TDCi დიზელის ძრავი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 95 ცხენის ძალაა.

No comments:

Post a Comment