Monday, August 3, 2015

„მაკლარენი“ 650S-ის შემცვლელს 2018 წელს გამოუშვებს

McLaren 650S replacement to arrive in 2018
3 აგვისტო
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ ინფორმაციით, „მაკლარენი“ სუპერ ავტომობილ 650S-ს, იგივე P14-ს, 2018 წელს განაახლებს. ამგვარად, უოკინგელები კვლავაც გააგრძელებენ მუშაობას პრინციპით - ყოველ წელიწადს ახალი ავტომობილი. დიდი ალბათობით, განახლებული 650S-ი ახლანდელ მონოკოკურ მზიდ ელემენტს და 3.8-ლიტრიან წყვილ ტურბოიან ძრავს შეინარჩუნებს, თუმცა მისი სიმძლავრე ოდნავ (ახლანდელი 641 ცხ.ძ-დან) გაიზრდება.
ახალი ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრე 660 ცხენის ძალას მიაღწევს, რითაც ის კონკურენციას „ფერარი 488 GTB-ს“ გაუწევს. რაც მთავარია, ძალიან მიუახლოვდება 675LT-ს სიმძლავრეს. ეს ავტომობილი სერია „სპორტს სერიზის“ ფლაგმანია და ამიტომ, ამ სერიის ყველაზე მძლავრ (665 ცხ.ძ) ავტომობილად უნდა დარჩეს. მაგრამ რადგანაც მხოლოდ 500 ცალის გამოშვებაა დაგეგმილი, არაა გამორიცხული, რომ განახლებულმა 650S-მა სიმძლავრით აჯობოს კიდეც.
იმისათვის, რომ „ფერარი 488 GTB-ს“ აჯობოს, ახალმა P14-მა ადგილიდან ასის აკრეფა 3.0 წამზე ნაკლებში უნდა მოახერხოს. მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ზე მეტი უნდა იყოს. ასევე შეიცვლება P14-ის სტილი. უფრო მეტიც, „მაკლარენი“ ამ ავტომობილის სტილში, თავის შემდგომ მოდელებსაც შეასრულებს. უოკინგელთა დიზაინის დირექტორ ფრენკ სტივენსონს ნათქვამი აქვს, რომ ახალი P14 „გაცილებით გიჟური“ იქნება, ვიდრე ჰიბრიდული ჰიპერ ავტომობილი P1.
„მაკლარენი“ ასევე გამოუშვებს ღია ვერსია „650S სპაიდერს“, რომელსაც თავისი წინამორბედის მსგავსად, მოსახსნელი მყარი სახურავი ექნება. ის ბაზარზე კუპეს პრემიერიდან ერთ წელიწადში გამოვა.

No comments:

Post a Comment