დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 31, 2015

„ოპელი“ სარბოლო „ასტრა TCR-ს“ ამზადებს

Opel Preps New Astra TCR Racer For Frankfurt To Rival VW Golf TCR
31 ივლისი
კონცეპტუალური „გოლფ TCR-ის“ საპასუხოდ, რომელიც ახლახანს „ფოლკსვაგენმა“ შეიმუშავა, „ოპელი“ ამავე აბრევიატურის მქონე „ასტრას“ ამზადებს, რომელსაც პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს. „ასტრას“ სარბოლო ვერსიას, ამ ჰეჩბეკის უახლესი თაობის ბაზაზე ამზადებენ. ის TCR-სერიის (ტურინგ ქარ რეისინგ - ტურინგის ავტომობილების რბოლები) უახლესი სარბოლო სერიების რეგლამენტს შეესაბამება და შესაბამისად, ამ სერიების რბოლებში მიიღებს მონაწილეობას.
„ტურინგის კლასის ავტომობილების რბოლები, „ოპელისთვის“ ყოველთვის მნიშვნელოვანია. ახალი TCR-სერიის ფილოსოფია, ჩვენი კომპანიის იდეას შეესაბამება, რომლის მიზანსაც, კერძო, მცირებიუჯეტიანი და ამბიციური გუნდებისთვის, მათთვის მისაღებ ფასად, რბოლებში მონაწილეობის შესაძლებლობის მინიჭებას ითვალისწინებს“, - ამბობს „ოპელის“ მარკეტინგის დირექტორი ტინა მიულერი.
TCR-სერიის რბოლებში მონაწილეობისთვის დაიშვება ავტომობილები, რომლებიც 2.0-ლიტრიანი ტურბო ძრავებითაა აღჭურვილი, რომელთა სიმძლავრეც 330 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი 410 ნიუტონმეტრს აღწევს. ეს მონაცემები ახლოსაა ტურინგის მსოფლიო ჩემპიონატის ახალ ტექნიკურ რეგლამენტთან, რომელიც მომავალი სეზონიდან შევა ძალაში.
რიუსელსჰაიმელების მიერ გამოქვეყნებულ ფოტო ტიზერებზე გამოსახულია სარბოლო „ასტრას“ ესკიზები, რომლებშიც ის ძალიან აგრესიულად გამოიყურება. აქვს ძალიან გაგანიერებული საბორბლე თაღები, დიდი ზომის უკანა ანტი ფრთა, სპლიტერი, დიფუზორი და სხვა აეროდინამიკური ელემენტები. და რა თქმა უნდა, ავტომობილი „ოპელის“ ტრადიციულ „საბრძოლო“ ფერებშია გამოწყობილი.

No comments:

Post a Comment