Sunday, July 12, 2015

„პაგანი ჰუაირა SE“ ტესტებს გადის

Pagani Huayra SE Spied Wearing QR Code Camouflage
12 ივლისი
„პაგანი ჰუაირა“ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ელეგანტური სუპერ ავტომობილია მთელს მსოფლიოში. მაგრამ იტალიურმა კომპანიამ მისი წარმოება მალევე დაასრულა, რადგან წინასწარ განსაზღვრული შეკვეთების კვოტა სწრაფად ამოწურა. „პაგანი“ ახლა ამ ავტომობილის ღია ვერსიას ამზადებს, თუმცა სანამ მას წარმოებისთვის მოამზადებს, ბაზარზე „ჰუაირას“ კიდევ უფრო მძლავრი, SE მოდიფიკაცია გამოვა.
ამჟამად სწორედ ეს ავტომობილი გადის საგზაო ტესტებს. რა თქმა უნდა, კამუფლირებულ ფორმაში გამოწყობილი. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის დამაარსებელ ჰორაციო პაგანის ნათქვამი აქვს, რომ „ჰუაირა SE“ მხოლოდ 20 ცალი დამზადდება, ამის შემდეგ კი ბაზარზე „ჰუაირა როდსტერი“ გამოვა.
სახელში აბრევიატურა SE „სპეშლ ედიშნს“ ნიშნავს. „ჰუაირა SE“ ახალი აეროდინამიკური პაკეტით აღიჭურვება, რომელშიც მოსახსნელი ელემენტები შევა. ისინი ავტომობილის სარბოლო რეჟიმში მართვისას, მას მეტი ჩაჭიდებით უზრუნველყოფენ. სატესტო კამუფლირებულ პროტოტიპზე ამ ელემენტების გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ჯერჯერობით უცნობია „ჰუაირა SE-ს“ ძრავის მახასიათებლები. სტანდარტული მოდელი აღჭურვილია „მერსედეს-AMG-ს“ წარმოების 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბო კომპრესორიანი V12 ძრავით, რომელიც 730 ცხენის ძალას და 1000 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. დიდი ალბათობით, ძრავი კიდევ უფრო გაძლიერდება.
რაც შეეხება ფასს, არაოფიცალური ინფორმაციით, „ჰუაირა SE“ 2.5 მილიონი ევრო, ანუ სტანდარტულ „ჰუაირაზე“ ორჯერ მეტი ეღირება.

No comments:

Post a Comment