Wednesday, July 8, 2015

„ლამბორგინი ავენტადორ LP750-4 SV როდსტერის“ პირველი ფოტოები

New Lamborghini Aventador LP750-4 SuperVeloce Roadster - First Photos
8 ივლისი
სულ რაღაც ორი კვირის წინ, „ლამბირგინის“ მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანია, „ავენტადორ LP750-4 სუპერ ველოჩეს“ ღია ვერსიასაც გამოუშვებს. ახლახანს კი ცნობილმა ფოტოგრაფმა ჯორდან შირაკიმ, ინტერნეტით ამ ავტომობილის პირველი ფოტოები გაავრცელა
არაოფიციალური ინფორმაციით, „ავენტადორ LP750-4 SV როდსტერი“ კუპესგან მიიღებს 6.5-ლიტრიან ატმოსფერულ V12 ძრავს, რომელიც 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. როდსტერი კუპეზე 50 კილოგრამით მძიმე იქნება. ამის მიზეზი ისაა, რომ მისი მზიდი სტრუქტურა უფრო დამძიმებულია, რასაც მოსახსნელი სახურავიც ემატება. კუპეს მსგავსად, როდსტერიც ადგილიდან ასის აკრეფას 2.8 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 356 კილომეტრს მიაღწევს.
ვინკელმანს ნათქვამი აქვს, რომ მხოლოდ 500 ცალი როდსტერი დამზადდება, ანუ კუპეზე 100-ით ნაკლები. ცნობისათვის, კუპეს პრემიერა ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე გაიმართა და სანტ’აგატა ბოლონეზელებმა მასზე შეკვეთების სრული პაკეტი ძალიან სწრაფად ამოწურეს. ახალი ავტომობილის ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დდ ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ ის კუპეზე, რომლის ფასიც თითქმის 500 000 დოლარია, გაცილებით ძვირი ეღირება.

No comments:

Post a Comment