2017 Ford GT Prototype Shows Up in London, People
Think It’s a Ferrari
27 ივლისი
იმ დროს, როდესაც „ფორდის“ ინჟინრები და სატესტო
გუნდი, სუპერ ავტომობილ GT-ს პროტოტიპებს ინტენსიურად ცდიან, ამერიკული
კომპანიის ევროპული შტოს მარკეტოლოგებმა, ლონდონში თავიანთი მომავალი სიახლის პირველი
გასეირნება მოაწყვეს. ავტომობილი ცენტრალურ ლონდონში, ემბლემების გარეშე დააყენეს.
კომპანიის რეპორტიორი გამვლელებს ეკითხებოდა, იცოდნენ თუ არა ამ ავტომობილის შესახებ
რამე.
ლონდონელებს სუპერ ავტომობილებით ვერ გააკვირვებ. იქ
ადგილობრივი წარმოების „მაკლარენების“ და „ასტონ მარტინების“ გარდა, ხშირად ნახავთ
იტალიურ და სხვა ჯურის მონსტრებსაც. შესაბამისად, ვერცერთმა გამვლელმა ამ
ავტომობილში GT ვერ ამოიცნო. ეს არცაა გასაკვირი, ლე მანზე
1960-იან წლებში დომინირების შემდეგ, ევროპელები GT-ს შესახებ პრსაში
თუ კითხულობენ - ის ევროპაში არასდროს გაყიდულა.
მაგრამ დრო შეიცვალა. „ფორდის“ მთავარი დევიზი, „ერთი
ფორდია“. ანუ ცისფერი ოვალი გლობალური ბრენდი გახდა, მისი ყველა მოდელი კი მთელი
მსოფლიოს მასშტაბით უნდა გაიყიდოს. ეს პრინციპი ახალ GT-საც ეხება, რომელიც
ცისფერი ოვალის იმიჯისთვის, გლობალური მასშტაბით, ერთგვარი „გამწევი ძალა“ უნდა
გახდეს. და სანამ ბაზარზე გამოვა, GT-ს ევროპელებს ამგვარი უცნაური ხერხითაც აცნობენ.
სხვათა შორის, ერთმა პატარა ბიჭუნამ, GT-ს „ფერარი“
უწოდა. და ეს ცისფერი ოვალის სუპერისთვის ალბათ საუკეთესო კომპლიმენტი იყო. „ფერარი“
ხომ მსოფლიო ავტო ინდუსტრიის ეტალონია, მილიონების ოცნება და ავტოსპორტის ლეგენდა.
სწორედ ავტოსპორტია ის ასპარეზი, სადაც GT-ს სარბოლო ვერსია, მალე მარანელოელთა სარბოლო
კვიც 458-ს შეეჯიბრება.
კიდვ ერთი საინტერესო ფაქტი: ერთი თვით ადრე, იმავე
ადგილზე, ცისფერმა ოვალმა თავისი კიდევ ერთი სიამაყე - „მუსტანგ შელბი GT350“
წარადგინა. და ყურადღების მისაქცევად, ამ ავტომობილის V8 ძრავის ხმაურით
აღაფრთოვანა/დააფრთხო გამვლელები. ამჯერად კი GT-ს ხმა არ ამოაღებინა. როცა
კითხეს, რატომ არის ჩუმად ასეთი შესანიშნავი ავტომობილი, „ფორდელებმა“ თავი
გაიმართლეს - ამ მანქანის V6 ეკობუსტი მეტისმეტად ხმაურიანიაო.
„ფორდი“ ჯერ არაფერს ამბობს იმაზე, თუ GT-ს შეძენის
მსურველი ევროპელებისთვის რა კვოტას დააწესებს. ცნობილია, რომ ამ ავტომობილს წლიურად
მხოლოდ 250 ცალს დაამზადებენ. და ასე ცოტა, ის მთელს მსოფლიოს უნდა ეყოს...
No comments:
Post a Comment