Jaguar Says New F-Pace SUV Can Handle Extreme
Temperatures
29 ივლისი
„იაგუარმა“ თავისი პირველი ქროსოვერის, „F-პეისის“ ოფიცალური
ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც ამ ავტომობილის სატესტო ვერსია, ურთულეს მეტეო პირობებში
გამოცდების დროსაა გადაღებული. რადგან ეს გლობალური ავტომობილია, ანუ მთელი
მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება, ტესტებიც რადიკალურად განსხვავებულ კლიმატურ პირობებში
- -40-გრადუსიან ყინვასა და +50-გრადუსიან სიცხეში, გაიარა.
„იაგუარმა“ ასევე გამოაცხადა, რომ თავის ისტორიაში
პირველად, ავტომობილის ტესტირება სამთო უღელტეხილის გრუნტიან, ურთულეს გზებზეც
ჩაატარა. „F-პეისი“ ხან შვედეთის ჩრდილოურ ნაწილში, გაუსაძლის ყინვაში გადიოდა
გამოცდებს, ხანაც დუბაის ქვიშიან უდაბნოში. ყველა შემთხვევაში, ავტომობილი
გამართულად და პრობლემების გარეშე მოძრაობდა.
პროექტ
„F-პეისის“ დირექტორ ენდრიუ ვაიმანის განცხადებით, ტესტები მაქსიმალურად გამანადგურებელ
და მძიმე პირობებში ჩატარდა, როგორშიც ავტომობილს, პრინციპში ექსპლუატაცია არც
უწერია. და ქროსოვერი არამხოლოდ კარგი სამართავი გამოდგა, არამედ კომფორტითა და იმ
ხარისხითაც გამოირჩევა, როგორებსაც „იაგუარისგან“ მისი მყიდველია მიჩვეული.
No comments:
Post a Comment