Sunday, July 19, 2015

„ფერარიმ“ ბარსელონაში „ფერარი ლენდის“ მშენებლობა დაიწყო

Lights turn green for construction of Ferrari Land
19 ივლისი
„ფერარიმ“ თავისი მეორე თემატური პარკის მშენებლობა დაიწყო. აბუ დაბის შემდეგ, მარანელოელთა გასართობი კომპლექსი, ბარსელონას გარეუბან პორტ ავენტურაში აიგება. ბარსელონასთან თემატური პარკის მშენებლობის გადაწყვეტილება „ფერარის“ ხელმძღვანელობამ შარშან მიიღო, მაისში კი პირველი აგური დაიდო. „ფერარის“ პარკი მოიცავს უამრავ ატრაქციონს, გაგვაცნობს „ფერარის“ სიახლეებს, ფორმულა 1-ს, იტალიის ტრადიციებს და „ფერარის“ დამაარსებელ ენცო ფერარის ბიოგრაფიას.

„ფერარის“ თემატური პარკი 75 000 კვადრატულ მეტრ ფართობს დაიკავებს. საინტერესოა, რომ ეს მესამე თემატური პარკია, რომელიც გარეუბან პორტ ავენტურაში აშენდება. პარკი არამხოლოდ „ფერარის“, არამედ სწრაფი ავტომობილების და ფ1-ის ფანებსაც და მათს ოჯახებს, ასევე უამრავ ტურისტს მიიზიდავს.
ამის გათვალისწინებით, პარკში სხვადასხვა ტიპის ატრაქციონებს დადგამენ. როგორც პორტ ავენტურას ხელისუფლება აცხადებს, ატრაქციონების რაოდენობით, „ფერარის“ პარკი მსოფლიო რეკორდსმენი გახდება. ატრაქვიონებს შორის ყველაზე დიდი, „ვერტიკალური ამაჩქარებელი“ იქნება, რომლის სიმაღლეც 112 მეტრს მიაღწევს. და ეს გახდბა ევროპაში ყველაზე მაღალი „როლერ კოსტერი“ (ამერიკული გორაკი).

„ვერტიკალური ამაჩქარებლის“ მგზავრებს უმაღლეს წერტილში სპეციალური ვაგონები აიყვანს, რომლებიც სარბოლო ავტომობილების და ბობსლეის სტილში შესრულდება. იქიდან კი ვაგონი თითქმის ვერტიკალურად დაეშვება. ვერტიკალში სიჩქარე 5 წამში 180 კმ/სთ-ს მიაღწევს და ამ დროს, „მგზავრები“ 1.35G გადატვირთვას იგრძნობენ.
პორტ ავენტურას მმართველობა, „ფერარისთან“ თანამშრომლობას, ამ გარეუბნის ისტორიაში, ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს უწოდებს. პროექტის ღირებულება 100 მილიონი ევროა. მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ პარკს ყოველწლიურად 5 მილიონამდე ვიზიტორი ეყოლება, რომელთაგან დაახლოებით 1 მილიონი გარეუბანში მინიმუმ ერთი ღამით მაინც დარჩება.

No comments:

Post a Comment