Sunday, July 19, 2015

„ფორდი“ ავტომობილებს კამერიანი ფარებით აღჭურვავს

Future Fords To Feature Crazy Camera-Based Headlights
19 ივლისი
„ფორდი“ განთების სრულიად ახალ სისტემაზე მუშაობს, რომელიც მალე მის მოდელებს, ღამით მოძრაობისას გაცილებით უსაფრთხოს გახდის, როგორც საკუთრივ ამ ფარებით აღჭურვილი ავტომობილისთვის, ასევე ფეხმავლებისთვის, ირგვლივ მოძრავი სხვა ავტომობილებისა და ცხოველებისთვისაც. სისტემაზე „ფორდის“ ევროპული კვლევისა და ინოვაციების აახენის (გერმანია) ცენტრი მუშაობს. განათების სისტემა ფარების გარდა, კამერას და GPS-სისტემას იყენებს.
კამერის მიერ მიღებული გამოსახულება, სანავიგაციო სისტემაში იტვირთება, სადაც ის არქივში ინახება და როცა ავტომობილი იმავე ადგილზე გაივლის, ფარებს „ეცოდინებათ“, საით უნდა მიანათონ. სისტემაში ასევე შედის ინფრაწითელი კამერა, რომელიც რადიატორის ცხაურშია დაყენებული. ეს კამერა ადამიანების და ცხოველების სკანირებას ახორციელებს. მისი სამუშაო მანძილი 120 მეტრია.
როდესაც სისტემა პოტენციურ საშიშროებას დააფიქსირებს, ორი სპეცალური შუქდიოდური ნათურა, რომლებიც ნისლის ფარების გვერდზეა განლაგებული, გზაზე დაფიქსირებულ ობიექტს მიანათებს, რათა მძღოლმა დაინახოს. გარდა ამისა, ამავე ობიექტს სისტემა სალონში არსებულ ეკრანზეც გამოიტანს. ამასთან ობიექტი წითელი, ან ყვითელი ფონით მოინიშნება. მისი სიახლოვის შემთხვევაში, ფონი წითელი იქნება, სიშორის შემთხვევაში კი - ყვითელი.
„კამერაზე ბაზირებული განათების გამოყენება, ღამით მგზავრობას უფრო უსაფრთხოს გახდის უცნობ ადგილებშიც კი. სისტემის დახმარებით, მოულოდნელ ხიფათს ადვილად აღმოაჩენთ. ამ სისტემის მეშვეობით, წრიულ გზაზე მოძრაობისას, მძღოლი კარგად გაარჩევს გამოსასვლელს და დაინახავს მასზე მოძრავ ველოსიპედისტს, ან ფეხმავალს, რომელიც გზის გადაკვეთას ცდილობს“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ განათების სისტემების კვლევის ცენტრის ინჟინერი მიხაელ კოჰერი. მისივე თქმით, წერტილოვანი განათება, პოტენციურ ხიფათს, იქნება ეს ფეხმავალი, ველოსიპედისტი, თუ ცხოველი, უფრო ადვილად გარჩევადს გახდის.
„ფორდი“ ჯერ არ აკონკრეტებს, თუ კონკრეტულად როდის დაიწყებს ასეთი სისტემებით თავისი ავტომობილების ეკიპირებას. ლაპარკია იმაზე, რომ ეს ახლო მომავალში იქნება და ამ სისტემას კომპანიის ყველა ევროპულ მოდელზე დააყენებენ.

No comments:

Post a Comment