Sauber Planning Major Car Upgrade After F1 Summer Break
21 ივლისი
„ზაუბერმა“ ეს სეზონი კარგად მომზადებულმა დაიწყო
და მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში, პელოტონში ჩაიკარგა, მაინც
კონსტრუქტორთა პირველობაზე მე-7 ადგილზე იმყოფება, ივნისის დასაწყისში კი მე-5 ადგილზე
იყო. ამას ალბათ არც შვეიცარიულ გუნდში ელოდნენ, თუმცა როგორც ჩანს, მათს ბოლიდს დიდი
პოტენციალი აქვს. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, ამ პოტენციალის სრულად და სწრაფად
ათვისება ვერ ხერხდება.
ასევე ფინანსური პრობლემების მქონე „ფორს ინდიამ“,
როგორც იქნა მოახერხა ტრასაზე საფუძვლიანდ მოდიფიცირებული ბოლიდის გამოყვანა და ეს
მის შედგებს უმალ დაეტყო. ხელმოკლეობა განვითარების საშუალებას არ აძლევს „ლოტუსსაც“,
რომელიც სეზონის დასაწყისში „მერსედესის“ ძრავის წყალობით, უკეთ გამოიყურებოდა.
ვერ განვითარდა „ტორო როსოც“, რომელსაც ხელს „რენოს“ სუსტი და არასაიმედო ძრავი
უშლის. ამ დროს, „ზაუბერის“ პრობლემები ნაკლებად შესამჩნევია.
მაგრამ გუნდში კარგად იციან, რომ ფელიპე ნასრს და მარკუს
ერიკსონს უკეთესი მანქანის მართვის საშუალება თუ მიეცემათ, გაცილებით მეტი ქულის
მოგროვებას შეძლებენ. ამის უნარი მათ სეზონის დასაწყისში გამოავლინეს. და აი, გუნდის
შეფი მონიშა კალტენბორნი ამბობს, რომ ზაფხულის პაუზის შემდეგ პილოტების
განკარგულებაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მანქანა
იქნება. მაგრამ ეს არ იქნება B-სპეციფიკაციის მანქანა, როგორც „ფორს ინდიას“
შემთხვევაში.
„ჩვენ ბევრ სიახლეს ვამზადებთ, მაგრამ მათ მანამ არ
გამოვიყენებთ, სანამ დავრწმუნდებით, რომ სასურველ შედეგებს იძლევიან. ეს მხოლოდ არდადეგების
შემდეგ გახდბა შესაძლებელი“, - ამბობს კალტენბორნი და დასძენს, რომ სიახლეების
უმეტესობა აეროდინამიკურ ელემენტებს ეხება და მათი წყალობით, ავტომობილის გზის
საფართან ჩაჭიდება გაუმჯობესდება.
No comments:
Post a Comment