Sunday, July 19, 2015

„შელბი“ საიუბილეო „კობრა დეიტონა კუპეს“ გამოუშვებს

50th Anniversary Shelby Cobra Daytona Coupe Costs $349,995... Without A Drivetrain
19 ივლისი
„შელბი ამერიკენმა“ თავის ლეგენდარულ მოდელ „კობრა დეიტონა კუპეს“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული „კობრა 427-ის“ მყარსახურავიანი ვერსია, „კობრა დეიტონა კუპე“ შეიმუშავა და მასაც ძალიან შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 50 ცალს გამოუშვებს. ამასთან, ამ ავტომობილს მყიდველს როგორც ალუმინის, ასევე შუშაბოჭკოვანი კომპოზიტით დამზადებული ძარებით შესთავაზებენ.
„შელბიმ“ 1065 წელს მხოლოდ ექვსი ცალი „კობრა დეიტონა კუპე“ გამოუშვა და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რის გამოც ის მაშინვე მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ავტომობილად იქცა. ამჟამად ექვსივე ავტომობილი სხვადასხვა კოლექციას ამშვენებს და თითოეული მათგანი მილიონები ღირს. მათი შეძენა კი ან შეუძლებელია, ან რომელიმე მათგანი ძალიან იშვიათად თუ გამოჩნდება სააუქციონო კვარცხლბეკზე.
ამ ლეგენდარული ავტომობილის საიუბილეო ვერსიების გამოშვება, ამ სახელის ფანებს, ისტორიასთან და დიდებასთან შეხების საშუალებას მისცემს. ახალი ვერსია, ორიგინლური „კობრა დეიტონა კუპეს“ ნახაზების და სპეციფიკაციების შესაბამისად არის შექმნილი. ის მილებისგან შეკრულ სივრცულ ჩარჩოს ეყრდნობა, აქვს რესორული საკიდარი და ხისგან დამზადებული საჭის რგოლი. ძარა ალუმინისაა, თუმცა ოპციური შეთავაზება, ძარის შუშის ბოჭკოსგან დამზადებასაც ითვალისწინებს.
სიახლეა შავი პრემიუმ ტყავით გაწყობილი სალონი, თანამედროვე დისკოიანი მუხრუჭები და უფრო მტკიცე ჩარჩო, რაც თანამედროვე მასალების გამოყენებამ განაპირობა. ყოველი ეგზემპლარი შეკვეთით დამზადდება. მაგრამ მყიდველი მხოლოდ ეგრეთ წოდებულ მგორავ შასის მიიღებს, რომელსაც ან თავად მყიდველი დაასრულებს, ან ავტორიზებული დილერი. მყიდველისთვის ცალკეა ხელმისაწვდომი 4.7-ლიტრიანი V8 ძრავი, რომელსაც ექნება კუპეს სერიული ნომერი. ამ ძრავს მყიდველს „შელბის“ ძრავების მწარმოებელი შტო მიაწვდის.
საბაზო, ალუმინის ძარის მქონე „შელბი კობრა დეიტონა კუპეს“ ფასი 349 995 დოლარია, ოღონდ ამ ფასში, აგრეგატის ღირებულება არ შედის. შუშაბოჭკოვანი ძარის მქონე ვერსია გაცილებით ნაკლები (ალუმინის ძარის დამზადება დიდ შრომას და ძალიან გამოცდილ სპეციალისტს მოითხოვს) – 179 995 დოლარი ღირს და ამ შემთხვევაშიც, მგორავი შასი ძრავის გარეშეა.

No comments:

Post a Comment