Saturday, July 4, 2015

მარკიონეს „ლანჩა დელტა ინტეგრალეს“ გამოშვებას სთხოვენ

Some FCA Execs Are Reportedly Asking Marchionne For A New Lancia Delta Integrale
4 ივლისი
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ფიატ კრაისლერის“ რამდენიმე აღმასრულებელი, ლეგენდარული „ლანჩა დელტა ინტეგრალეს“ ბაზარზე დაბრუნებას მოითხოვს, რომელსაც ბრენდ „ლანჩას“ გამოცოცხლება შეუძლია. „ავტოქარი“ თავისი ინფორმაციის წყაროდ, იტალიურ-ამერიკული კომპანიის თანამდებობის პირებს ასახელებს, რომელთა ვინაობაც არ გამხელილა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, „ლანჩას“ ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მოდელის წარმოების განახლებაზე ლაპარაკი დიდი ხნის დაწყებულია. აღმასრულებლები თვლიან, რომ მათი კომპანია დუდ შეცდომას დაუშვებს, თუ „ლანჩას“ მუშაობას გააჩერებს, რადგან ამ ბრენდს დიდი წარსული აქვს, რომლის არგამოყენებაც ფულის გაფლანგვის ტოლფასი იქნება.
სამწუხაროდ, „ფიატ კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე არ არის იმ აღმასრულებელთა შორის, ვინც „დელტა ინტეგრალეს“ და საერთოდ, „ლანჩას“ აღდგენას სარფიან საქმედ მიიჩნევს. მის მიერ შემუშავებული გეგმა, „ალფა რომეოს“ რეფორმირებას და გაძლიერებას ითვალისწინებს, „ლანჩა“ კი ამ გეგმებში არ შედის.
სხვათა შორის, ვიდეოთამაშებში „დელტა ინტეგრალე“ კვლავ ძალიან პოპულარული ავტომობილია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ბაზარზე კვლავაც სოლიდური პოტენციალი აქვს. სხვათა შორის, „გრან ტურიზმო 6-ში“ „ლანჩას“ რამდენიმე ისტორიული ავტომობილი შევიდა, მათ შორის, რალის ლეგენდა „დელტა ინტეგრალე“, „დელტა S4“ და „სტრატოსი“.

No comments:

Post a Comment