Some FCA Execs Are Reportedly Asking Marchionne
For A New Lancia Delta Integrale
4 ივლისი
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ფიატ კრაისლერის“ რამდენიმე აღმასრულებელი, ლეგენდარული „ლანჩა დელტა ინტეგრალეს“ ბაზარზე დაბრუნებას მოითხოვს, რომელსაც ბრენდ „ლანჩას“ გამოცოცხლება შეუძლია. „ავტოქარი“ თავისი ინფორმაციის წყაროდ, იტალიურ-ამერიკული კომპანიის თანამდებობის პირებს ასახელებს, რომელთა ვინაობაც არ გამხელილა.

სამწუხაროდ, „ფიატ კრაისლერის“ მთავარი
აღმასრულებელი სერჯო მარკიონე არ არის იმ აღმასრულებელთა შორის, ვინც „დელტა
ინტეგრალეს“ და საერთოდ, „ლანჩას“ აღდგენას სარფიან საქმედ მიიჩნევს. მის მიერ
შემუშავებული გეგმა, „ალფა რომეოს“ რეფორმირებას და გაძლიერებას ითვალისწინებს, „ლანჩა“
კი ამ გეგმებში არ შედის.
სხვათა შორის, ვიდეოთამაშებში „დელტა ინტეგრალე“ კვლავ
ძალიან პოპულარული ავტომობილია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ბაზარზე კვლავაც
სოლიდური პოტენციალი აქვს. სხვათა შორის, „გრან ტურიზმო 6-ში“ „ლანჩას“ რამდენიმე
ისტორიული ავტომობილი შევიდა, მათ შორის, რალის ლეგენდა „დელტა ინტეგრალე“, „დელტა
S4“
და „სტრატოსი“.
No comments:
Post a Comment