Thursday, July 9, 2015

მზის ელექტრომობილი ენერგიის ჭარბი გამომუშავებით

This Solar EV Is Called Stella and Can Produce More Energy Than It Consumes
9 ივლისი
აინდჰოვენის (ჰოლანდია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდნტთა ჯგუფმა შეიმუშავა მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრომობილი, სახელად „სტელა ლუქს“, რომელიც იმითაა გამორჩეული, რომ იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე გადაადგილებისთვის სჭირდება. და ამ ავტომობილის სალონში თავისუფლად თავსდება ოთხი ადამიანი.
ასფალტზე გადაადგილებისას, „სტელა ლუქსს“ მაქსიმუმ 125 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა შეუძლია. მისი შემქმნლები ამბობენ, რომ ჰოლანდიაში, მზიან ამინდში, მათს ქმნილებას დღეში დაახლოებით 1000 კილომეტრის გავლა შეუძლია. ამ დროს, მისი მზის ელემენტების მიერ გამომუშავებული ელექტრული ენერგია სრულიად საკმარისია. უფრო მეტიც, ელემენტებში ჭარბი ენერგია რჩება, რომელიც ინახება, ან შეგიძლიათ ქსელში გაუშვათ.
„სტელა ლუქსი“ ოქტომბერში ავსტრალიაში მონაწილეობას მიიღებს „ბრიჯსტოუნის“ მზის გამოწვევაში, რომლის მარშრუტიც, ქალაქებს - დარვინსა და ადელაიდას აკავშირებს და მისი სიგრძე დაახლოებით 3000 კილომეტრია.

No comments:

Post a Comment