Increased Demand Obliges Ford to Boost Production
Capacity
25 ივლისი
შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის და აზიის ზოგიერთ
ქვეყანაში, ახალი ავტომობილების გაყიდვები სულ უფრო იზრდება. გაყიდვების ზრდით, განსაკუთრებით
დეტროიტული დიდი სამეული გამოირჩევა, მათ შორის კი საუკეთესო შედეგებს „ფორდი“
აფიქსირებს, რომლის რამდენიმე მოდელზეც - პიკაპ F-150-ზე და ქროსოვერებზე, „ეჯზე“,
„ისკეიპსა“ და „ექსპლორერზე“, არნახულად მაღალი მოთხოვნაა.
თავის ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდის გამო, ცისფერმა
ოვალმა წარმოების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. საერთო ჯამში (წელიწადზე
გადათვლით), 40 000 ავტომობილით მეტს გამოუშვებს. ამას კომპანია იმის ხარჯზე მიაღწევს,
რომ ორი კვირის ნაცვლად, მხოლოდ ერთი კვირით შეაჩერებს (გეგმიურად, საზაფხულოდ)
თავის ჩრდილოამერიკულ ქარხნებს.
„იმისათვის, რომ ჩვენს პიკაპებსა და უგზოობის
ავტომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ, რამდენიმე ჩრდილოამერიკულ
ქარხანას ორის ნაცვლად, მხოლოდ ერთი კვირით შევაჩერებთ. ამით, ჩვენს მიერ წლის
განმავლობაში გამოშვებული ავტომობილების რიცხვი, დაახლოებით 40 000 ერთეულით
გაიზრდება“, - ამბობს „ფორდის“ ჩრდლოამერიკული შტოს წარმოების ვიცე პრეზიდენტი
ბრიუს ჰეტლი და დასძენს, რომ შემცირებული არდადეგები მხოლოდ ექვს ქარხანაზე
გავრცელდება.
სტატისტიკის შესაბამისად, პიკაპ F-150-ს დილერთა
სადგომებზე საშუალოდ 20 დღე უწევს დგომა. გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აქვს „ეჯს“,
რომელიც მხოლოდ 10 დღით ყოვნდება სადგომებზე. მსგავსი სტატისტიკა ჯერჯერობით არ
აქვს უახლეს „ექსპლორერს“, რომლის მიწოდებაც ახალი დაწყებულია.
No comments:
Post a Comment