Friday, July 24, 2015

ჰამილტონის პრაქტიკები და „შეშინებული“ პერესი

Motor racing-Hamilton fastest, Perez unhurt after crash
23 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზის ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფი ისევ ლუის ჰამილტონია, ვისაც უნგრეთშ ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული. მეორე სესიაზე მან წამზე მეტით გააუმჯობესა თავისივე შედეგი. საინტერესოა, რომ ორივე სესიის ჯამში, მეორე და მესამე საუკეთესო დროები „რედ ბულის“ პილოტებს, დანილ კვიატს და დანიელ რიკარდოს ჰქონდათ.
პირველ პრაქტიკაზე სერიოზული ინციდენტი ჰქონდა სერხიო პერესს, რომელსაც სავარაუდოდ, უკანა საკიდარი დაუზიანდა. მექსიკელმა ბოლიდზე კონტროლი დაკარგა და ზღუდეს შეეჯახა, რის შემდეგაც, მანქანა ამოყირავდა. ბედად, პერესს არაფერ მოსვლია და მან კოკპიტი დამოუკიდებლად დატოვა. თუმცა ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გადაიყვანეს ტრეკის სამედიცინო ცენტრში.
ჰუნგარორინგზე მიმდინარე სეზონი ეკვატორს გადალახავს, რის შემდეგაც, გუნდებს „სავალდებულო“ არდადეგები ეწყებათ. მართალია, ამ დროს გუნდებს მანქანის სრულყოფაზე მუშაობის უფლება არ აქვთ, მაგრამ ბელგიასა და იტალიაში ბევრი მათგან ბევრი სიახლეა მოსალოდნელი. და სანამ არდადეგები დაიწყება შეგახსენებთ, რომ 9 ეტაპის შემდეგ, ჰამილტონი ნიკო როსბერგს 17 ქულას უგებს.
რაც შეეხება პერესის ინციდენტს, „ფორს ინდიამ“ ამის შემდეგ ნიკო ჰულკენბერგიც გააჩერა, რათა მისი მანქანის შემოწმება ჩაეტარებინა. ინდური გუნდი იმედოვნებს, რომ მესამე პრაქტიკისთვის, ორივე მანქანა სარბოლოდ მზად იქნება. „მართლა ძალიან ცუდი ინციდენტი იყო, ძალიან არ გამიმართლა. ცოტა შემეშინდა, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ახლა ყველაფერს დაწვრილებით შევამოწმებთ“, - განაცხადა პერესმა.
აღსანიშნავა, რომ ყველა ბოლიდს წარწერა ჰქონდა - „ჩაო ჟიულს“, რითაც გუნდებმა და პილოტებმა პატივი მიაგეს ჟიულ ბიანკის ხსოვნას. ფრანგი პილოტი, იაპონიის შარშანდელი რბოლისას მომხდარი ავარიის შემდეგ, კომაში იმყოფებოდა და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ის სამშაბათს, ნიცაში მიაბარეს მიწას. ბოლო გზაზე კოლეგა პილოტებმა გააცილეს. 1994 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფ1-ის პილოტი, რბოლისას მიღებული ტრავმების შედეგად დაიღუპა. ბიანკი 25 წლის იყო.
პირველი პრაქტიკა დასრულებული არ იყო, რომ ინციდენტი კიმი რაიკონენსაც შეემთხვა - მის „ფერარის“ წინა ანტი ფრთა მოსტყდა. ტრასაზე ნამსხვრევები მიმოიფანტა და სესია ისევ შეწყდა. არადა, მის დასრულებას ხუთი წუთი აკლდა. მომხდარის მიუხედავად, ფინელმა მაინც მესამე საუკეთესო დრო აჩვენა.
პირველ სესიაზე, „ლოტუსის“ ბოლიდთ, ტრასაზე ბრიტანელი ჯოლიონ პალმერი უნდა გამოსულიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან „პირელიმ“ გუნდს საბურავები არ მიაწოდა. მიზეზი - ფულის გადაუხდელობა. თუმცა პრობლემა მეორე სესიისთვის მოგვარდა, ოღონდ პალმერის ნაცვლად, თავის ბოლიდს რომენ გროჟანი დაუბრუნდა.

უნგრეთის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:25.141
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:25.250
3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:25.812
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:26.053
5. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:26.070
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                     1:26.395
7. კარლოს საინსი (ესპანთი, ტორო როსო)                     1:26.727
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                       1:26.776
9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:26.825
10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)            1:26.934
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)             1:27.272
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:27.308
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:27.317
14. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:27.381
15. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:27.409
16. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:27.732
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:28.568
18. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:29.693
19. ფაბიო ლაიმერი (შვეიცარია, მენორი)                       1:30.631
20. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, ლოტუსი)             დროის გარეშე

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:23.949
2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1:24.300
3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)            1:24.451
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:24.668
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             1:25.134
6. კარლოს საინსი (ესპანთი, ტორო როსო)                     1:25.599
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    1:25.660
8. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)              1:25.752
9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     1:25.881
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:25.920
11. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1:25.935
12. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:25.994
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)        1:26.090
14. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      1:26.379
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:26.442
16. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1:26.831
17. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                          1:29.113
18. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      1:29.115
19. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    დროის გარეშე
20. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)         დროის გარეშე

No comments:

Post a Comment