Monday, July 20, 2015

„ლენდ როვერი“ ახლანდელი „დიფენდერის“ წარმოებას თებერვლამდე გააგრძელებს

Land Rover Extends Production Of The Current Defender Until January 2016
20 ივლისი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ახლანდელი თაობის „დიფენდერის“ წარმოების გაჩერებას წლის ბოლოს აპირებდა, მაგრამ მასზე მაღალი მოთხოვნის გამო, მის წარმოებას თებერვლამდე გააგრძელებს. იმავდროულად, ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუ სად გამოუშვებს ახალ „დიფენდერს“, რომელსაც ამჟამად წარმოებისთვის ამზადებს და მომავალ წელს გაგვაცნობს.
ამჟამად სოლიჰალის ქარხანა, სადაც „დიფენდერს“ აწყობენ, სრული დატვირთვით მუშაობს. მაგრამ გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მაინც ვერ ხერხდება. ამიტომ, ბრიტანულმა კომპანიამ ერთი ცვლა დაამატა. მარკეტოლოგები ამბობენ, რომ მოთხოვნის ზრდა, ძველი მოდელის წარმოების შეწყვეტის მოლოდინმა გამოიწვია. მაგალითად, თუ შარშან, მთელი წლის განმავლობაში, 17 781 ცალი „დიფენდერი“ გაიყიდა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკვე 11 511 ცალია გაყიდული, რაც შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, 29 პროცენტით მეტია.
„იაგუარ ლენდ როვერი“ წარმოების გაფართოებას აპირებს. ახალი ქარხანა აღმოსავლთ ევროპაში უნდა აშენდეს, რისთვისაც მოლაპარაკება პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობებთან მიმდინარეობს. ახალი ქარხანა 2019 წელს უნდა ამუშავდეს და მისი წლიური წარმდობა 350 000 ავტომობილი უნდა იყოს. ეს არის იმ გეგმის მიზანი, რომელიც 2020 წლისთვის ბრიტანული კომპანიის გაყიდვების 800 000-მდე გაზრდას ითვალისწინებს.
პარალელურად, „იაგუარ ლენდ როვერმა“ პარტნიორული შეთანხმება გააფორმა ავსტრიულ „მაგნა შტეირთან“ რომელიც თავის გრაცის ქარხანაში, ბრიტანული კომპანიის რამდენიმე მოდელს გამოუშვებს. კონკრეტულად რომლებს, ამის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. ეს იმის გამო გახდა საჭირო, რომ „იაგუარ ლენდ როვერის“ საწარმოო სიმძლავრეები, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვეღარ აუდის.

No comments:

Post a Comment