Wednesday, July 15, 2015

„ლენდ როვერი“ უფრო სწრაფ და უნარიან მოდელებსაც გამოუშვებს

Land Rover developing faster, tougher SVR and SVX 4x4s
15 ივლისი
ლაპარაკია ბრიტანული კომპანიის სამოდელო გამის იმ ვერსიებზე, რომლებსაც მისი „სპეციალური ავტომობილების ოპერაციების“ შტო (SVO) შეიმუშავებს. ამჟამად ასეთ ავტომობილებზე გამალებული მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა „ლენდ როვერი“ არ აზუსტებს, თუ რომელ მოდელებს დაამშვენებს აბრევიატურა SVX, რომელსაც ამ ავტომობილების ყველაზე სწრაფი და ყველგანმავალის გამოკვეთილი თვისებების მქონე ავტომობილები „დაიმსახურებენ“.
„ლენდ როვერმა“ აბრევიატურა SVX ბოლოს „დიფენდერზე“ გამოიყენა და ძნელი მიხსახვედრი არ უნდა იყოს, რომ მას ამიერიდან ყველგანმავლის გამორჩეული თვისებების მქონე ვერსიებზე გამოიყენებენ. მაგალიტად ისეთებზე, რომლებსაც დაკარისა და ბახას ტიპის რალი-მარათონების მსგავსი დატვირთვების გაძლება შეუძლია. კომპანია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, პირველ რიგში რომელი მოდელების SVX ვერსიებს ვიხილავთ. ეს შეიძლება იყოს შემდეგი თაობის „დისქავერი“, ან ასევე შემდეგი თაობის „დიფენდერი“, რომელთა შემუშავებაც ამჟამად მიმდინარეობს.
საერთოდ, SVO „იაგუარ ლენდ როვერის“ მოდელების სამი განსხვავებული ტიპის მოდიფიკაციებს გამოუშვებს. SVX-ზე უკვე ითქვა. ვერსია SVR საგზაო თვისებების გაუმჯობესებაზე აქცენტირებულ ავტომობილებისთვის იქნება, როგორიცაა „რეინჯ როვერ ევოუკ SVR“ და „იაგუარF-ტაიპ SVR“. მესამე არის „SVავტობაიოგრაფი“, რომელიც მდიდრულ შესრულებაზეა ორიენტირებული. SVO ამ მეტსახელით უკვე აწარმოებს „რეინჯ როვერის“ მდიდრულ ვერსიას.

No comments:

Post a Comment