Jaguar Land Rover signs deal with Magna Steyr to
build cars in Austria
7 ივლისი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ თანამშრომლობის კონტრაქტი
გააფორმა ავსტრიულ კომპანია „მაგნა შტეირთან“, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ,
ბრიტანული კომპანიის ავტომობილების წარმოებას ითვალისწინებს. „მაგნა შტეირი“
თავისი ახალი პარტნიორის მოდელებს თავის გრაცის ქარხანაში გამოუშვებს, სადაც ასევე
შეკვეთებით, „მერსედეს-ბენცის“ და „მინის“ ავტომობილებსაც აწარმოებს. „იაგუარ ლენდ
როვერს“ გარე პარტნიორი იმის გამო დასჭირდა, რომ მისი სამივე ბრიტანული ქარხანა
მაქსიმალურადაა დატვირთული.
„იაგუარ ლენდ როვერის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი
რალფ შპეტი ამბობს, რომ „მაგნასთან“ პარტნიორობის დაწყება არ ნიშნავს ბრიტანული
ქარხნების მუშაობის შეზღუდვის აუცილებლობას. „ბრიტანეთში კვლავაც დარჩება ჩვენი დიზაინის,
საინჟინრო და საწარმოო ცენტრები. ამგვარი პარტნიორობა კი კომპანიის საწარმოო
შესაძლებლობებს, მცირე დანახარჯებით გაზრდის.
ბრიტანული კომპანია ავსტრიაში თავის უახლეს
ავტომობილს, სუბკომპაქტურ ქროსოვერ „იაგუარE-პეისს“ გამოუშვებს. ეს ავტომობილი, „იაგუარის“
ისტორიაში პირველ ქროსოვერ „F-პეისზე“ პატარა იქნება. „F-პეისის“ წარმოება მალე
დაიწყება სოლიჰალის (ინგლისი) ქარხანაში. პირველად ამ ავტომობილის სერიული
პროტოტიპი, მარათონულ ველორბოლა ტურ დე ფრანსზე (ქვედა ფოტოზე) გამოჩნდა, როგორც
გუნდ „სკაის“ მხარდამჭერი ავტომობილი. როგორც „იაგუარი“ ამბობს, სერიული
ავტომობილი გარეგნულად სწორედ ასეთი იქნება.
„მაგნა შტეირი“ არ აკონკრეტებს იმ მოდელებს,
რომლებსაც „იაგუარ ლენდ როვერის“ შეკვეთით გამოუშვებს. სამაგიეროდ გვამცნობს, რომ ამ
შეკვეთების შესრულებას 2017 წლიდან შეუდგება. საინტერესოა, რომ ბრიტანეთში შარშან
წარმოებული 1.53 მილიონი ავტომობილიდან, დაახლოებით მესამედი „იაგუარ ლენდ
როვერისაა“. ბრიტანულმა კომპანიამ თავისი პირველი უცხოური ქარხანა ჩინეთში ოქტომბერში
აამოქმედა. ამ ეტაპზე კი ახალ ქარხანას ბრაზილიაშიც აშენებს. განხილვის ეტაპზეა შეერთებულ
შტატებსა და აღმოსავლეთ ევროპაში ქარხნების მშენებლობის მიზანშეწონილებაც.
რაც შეეხება „მაგნა შტეირს“, ის სწორედ დიდ
კომპანიებთან მსგავსი პარტნიორობებით არის ცნობილი. მისი გრაცის ქარხანა „მერსედესის“
G-კლასის უგზოობის ავტომობილს, ქროსოვერებს, „მინი ქანთრიმენსა“ და „მინი პეისმენს“,
ასევე კუპე „პეჟო RCZ-ს“ აწარმოებს. „მაგნა შტეირი“ არის ავტომაკომპლექტებლების
მწარმოებელი, მსოფლიოში სიდიდით მეორე კომპანიის, კანადური „მაგნა ინტერნეიშნლის“ ბრენდი.
No comments:
Post a Comment