Saturday, July 4, 2015

„მუსტანგი“ გაყიდვებში „კამაროს“ ჩაგრავს

Mustang Tramples Camaro In Sales War For the First Time Since 2009
4 ივლისი
და ეს 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ახალი „მუსტანგი“ პირველივე დღიდან პოპულარულია. და ის გლობალური ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ პონი ქარების სეგმენტში, თავის მოძველებულ, თუმცა მაინც ძალიან პოპულარულ „შევროლე კამაროს“ და „დოჯ ჩელენჯერს“ დიდი უპირატესობით სჯობნის.
„დეტროიტ ნიუსის“ ინფორმაციით, „ფორდმა“ პირველ ხუთ თვეში 56 571 ცალი „მუსტანგი“ გაჰყიდა. ეს მაშინ, როცა „შევროლეს“ ანგარიშზე მხოლოდ 33 982 რეალიზებული „კამაროა“, „დოჯს“ კი 30 166 ცალი „ჩელენჯერი“ აქვს გაყიდული. ექვსი თვის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ახლავე შეიძლება თქმა, რომ ცისფერი ოვალის პონი ნახევარ კი არა, მთელი წლის შედეგებით არ დათმობს ლიდერის პოზიციებს და არც ჰანდიკაპი შემცირდება დიდად. მომავალი წლიდან კი პონების სეგმენტის ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლაში, ახალი „კამაროც“ ჩაერთვება.
ამ ტიპის ავტომობილებს, მეტწილად ახალგაზრდა მყიდველი ეტანება, რომელიც ძალიან აფასებს იმ ფაქტს, რომ ახალი „მუსტანგი“, სერია ეკობუსტის ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ცხენის ძალები არ აკლია. როგორც წესი, პონი ქარებით მათი პატრონები უქმე დღეებში სარგებლობენ, თუმცა ახალი, ეკონომიური ძრავის წყალობით, „მუსტანგი“ თავისუფლად მოირგებს ყოველდღიური სარგებლობის ავტომობილის სტატუსს.
ცისფერი ოვალის გაყიდვების ანალიტიკოსი ერიხ მერკლე ამბობს, რომ ახალი „მუსტანგის“ ბაზარზე გამოსვლამ, ამ ავტომობილს არამხოლოდ ერთგული კლიენტები შეუნარჩუნა, არამედ ახლებიც შესძინა. გაყიდვების ზრდის მთავარი ფაქტორი, სწორდ ეკობუსტის ძრავი და ახალი სტილია. ცნობისათვის, 2.3-ლიტრიანი ტურბო აგრეგატი, ძველ 3.7-ლიტრიან V6-ზე მძლავრიცაა (310 ცხ.ძ, 305 ცხ.ძ-ზე) და ეკონომიურიც.
სხვათა შორის, ახალი „კამაროს“ ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილ ვერსიას 35 ცხენის ძალით ნაკლები მოემსახურება და ნაკლებად ეკონომიურიცაა, რაც ამ ავტომობილს „მუსტანგთან“ კონკურენციაში ვერ დაეხმარება. უფრო მეტიც, ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდბენ, რომ „კამარო“ მალე მეორე პოზიციასაც დათმობს, რადგან მის მყიდველთა დიდი ნაწილი, ბაზარზე ახალი, მე-6 თაობის მოდელის გამოსვლას დაელოდება. პარალელურად, „დოჯი“ მალე დაიწყებს „ჩელენჯერ ჰელკეტის“ გაყიდვებს, რომელიც მყიდველს 6.2-ლიტრიანი მექანიკურდამჭირხნიანი ძრავით მიიზიდავს, რომლის სიმძლავრეც 700 ცხენის ძაალა.

No comments:

Post a Comment