Friday, July 10, 2015

„ლამბორგინის“ უგზოობის ავტომობილი კონცეპტ „ურუსის“ სტილს შეინარჩუნებს

Lamborghini's SUV Will Reportedly Look Very Similar To Urus Concept
10 ივლისი
„ლამბორგინი“ უგზოობის ავტომობილის წარმოებას 2018 წელს დაიწყებს და როგორც ირწკევა, ეს ავტომობილი გარეგნულად ძალიან ახლოს იქნება კონცეპტ „ურუსთან“, რომელიც სანტ’აგატა ბოლონეზელებმა პირველად სამი წლის წინათ გვიჩვენეს. ამის შესახებ „ლამბორგინის“ ამერიკული შტოს პრესმდივანმა ჯეისონ ჩინოკმა განაცხადა. მისი თქმით, უგზოობის ავტომობილის დიზაინზე მუშაობა უკვე დასრულდა. მას უნახავს სამუშაო 1:1-ზე ზომის მოდელი, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს „ურუსის“ ფორმებს. ოღონდ, ავტომობილისთვის სახელი ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არაა.
თუ დიზაინის მხრივ, სიურპრიზები მოსალოდნელი არაა. სამაგიეროდ, „ლამბორგინის“ მთავარ აღმასრულებელ შტეფან ვინკელმანის თქმით, ტექნიკის მხრივ, ბევრი საინტერესო სიახლე გველის. მაგალითად, უგზოობის მოდელი, „ლამბოს“ პირველი ავტომობილი გახდება ტურბო ძრავით. გარდა ამისა, ამავე ავტომობილს მომავალში პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაც აღჭურვავენ და ამ მხრივაც, ის იქნება პირველი „ლამბო“ მსგავსი აგრეგატით.
კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია ისაა, რომ უგზოობის ავტომობილი, უფრო ასფალტზე კარგი მახასიათებლებით იქნება გამორჩეული, ვიდრე მაღალი გამავლობით, როგორიც იყო LM002. ვინკელმანი ამბობს, რომ LM002 ახალი ავტომობილისთვის მისაბაძი ეტალონი არ გახდება.

No comments:

Post a Comment