Porsche Presents 919 Hybrid Racing Liveries
1 ივლისი
კომპანია „სუზუკის“ ხელმძღვანელმა ოსამუ სუზუკიმ, კომპანიის
პრეზიდენტის პოსტი, საკუთარ შვილს, ტოშიჰირო სუზუკის ჩააბარა. ოსამუ 85 წლისაა და
ის დიდი კომპანების ხელმძღვანელებს შორის, ყველაზე დიდხანს დგას მმართველ პოსტზე.
ის დღესაც არის „სუზუკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი
დირექტორი და სავარაუდოდ, მომავალში ამ პოსტებსაც ტოშიჰიროს ჩააბარებს.
ტოშიჰირო სუზუკი 56 წლისაა და ის ერთ-ერთია „სუზუკის“
ოთხ აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტს შორის. ამ პოსტზე 2011 წლიდან მუშაობს და იაპონიის
მეოთხე უდიდესი ავტოკომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას უძღვება. პრეზიდენტობის
გარდა, ტოშიჰირო სუზუკი მთავარი ოპერაციული დირექტორიცაა.
ოსამუ კომპანიის სათავეში 1978 წლიდან იმყოფება. მისი
ნამდვილი გვარია ოსამუ მაცუდა. ის სუზუკის ოჯახის წევრზეა (შოკო სუზუკი) დაქორწინებული
და ცოლის გვარი მას შემდეგ მიიღო, რაც ოჯახმა გადაწყვიტა, რომ სწორედ ის იყო
ყველაზე კვალიფიცირებული წევრი და კომპანიაც მას უნდა ჩაებარებინა. როგორც თავმჯდომარემ,
ოსამუმ „სუზუკის“ ორი პრეზიდნტი „გამოიცვალა“.
პირველი იყო ჰიროში ცუდა, რომელიც ჯანმრთელობის
გაუარესების გამო, 63 წლისა გადადგა (2008 წელს) პრეზიდენტის პოსტიდან. ოსამუმ
პრეზიდენტობა დროებით გადაიბარა. ამ პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად, მისი სიძე,
ჰიროტაკა ონო იყო მიჩნეული, მაგრამ ის ცუდას გადადგომამდე გარდაიცვალა. მოკლედ,
ცუდას გადადგომის შემდეგ, მომავალ პრეზიდენტად სწორედ ტოშიჰიროს მოიაზრებდა.
ოსამუ სუზუკი პრეფექტურა გიფუში, ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა,
როცა შოკო სუზუკი - „სუზუკის“ დამაარსებელ მიჩიო სუზუკის შვითაშვილი შეირთო ცოლად.
საოჯახო კომპანიაში მუშაობა 1958 წელს დაიწყო და ოც წელიწადში, მისი პრეზიდენტიც
გახდა.
რაც შეეხება ტოშიჰიროს, მან „სუზუკიში“ მნიშვნელოვანი
პოსტი პირველად 2001 წელს ჩაიბარა. მაშინ ის „ჯენერალ მოტორსთან“ ურთიერთობების მენეჯერი
გახდა და დეტროიტის ოფისს ჩაუდგა სათავეში. იმ დროს, ამერიკული კომპანია „სუზუკის“
აქციების 20 პროცენტის მფლობელი იყო. ის ორ კომპანიას შორის ტექნოლოგიების გაცვლის
საქმეს ხელმძღვანელობდა. ის იყო წყალბადის ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი
ავტომობილის პროექტის მონაწილე. ეს ავტომობილი ორმა კომპანიამ ერთობლივად
შეიმუშავა.
No comments:
Post a Comment