Friday, July 31, 2015

„მერსედეს-AMG-ს“ ავტომობილები ჰიბრიდული სისტემებით აღიჭურვება

Future Mercedes-AMG Models May Go Hybrid By 2020
31 ივლისი
„მერსედეს-ბენცი“ და მისი შტო AMG მუშაობენ იმაზე, რომ ამ უკანასკნელის მიერ მოდიფიცირებული ყველა ავტომობილი, ჰიბრიდული ტექნოლოგიებით აღიჭურვოს. ამის შესახებ, თვით „მერსედეს-ბენცის“ კვლევისა და განვითარების შეფმა, თომას ვებერმა, ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, AMG-ს პირველი ავტომობილი, რომელიც ბენზინის ძრავისა და ელექტრო ძრავის ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება, ბაზარზე 2020 წლამდე გამოვა. თანამედროვე ავტოინდუსტრიაში მთავარი ტრენდი, რომელსაც გამონაბოლქვზე მკაცრი მოთხოვნები განაპირობებს, გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობის შემცირებაა და ამ მიმართულებით, ჰიბრიდული ტექნოლოგიების ათვისება, საუკეთესო ნაბიჯია.

„ნებისმიერი მოდელის ხაზს, საწვავის ხარჯის შემცირება ესაჭიროება. გამონკლისი არც AMG-ა. იმავდროულად, მკაცრი ნორმების დაკმაყოფილების საქმეში, ჩვენი ვერცერთი ცალკეული მოდელი ვერ ამოეფარება სხვას. AMG-ს მოდელების ხარჯის შემცირება ძალიან დიდი გამოწვევაა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს ასევე უზარმაზარი შესაძლებლობაცაა“, - ამბობს ვებერი.
„მერსედესს“ ჰიბრიდული ტექნოლოგიების AMG-სთვის გადაცემა შეუძლია - თავად ამ საქმეში საკმარისზე დიდი გამოცდილება აქვს. ეს იაფიც დაჯდება, რადგან AMG-ს ცალკე არ მოუწევს მათზე მუშაობა, რაც უზარმაზარ ფინანსებს და დროს მოითხოვს. თუმცა, აქ მთავარი მხოლოდ ხარჯის შემცირება არაა. ვებერი ამბობს, რომ AMG-ს მომხმარებლებს, თავიანთი ავტომობილების კიდევ უფრო გაძლიერება სურთ. ამიტომ, AMG-ს სამქიმიანების ტექნოლოგიები ნაკლებად გამოადგება.

No comments:

Post a Comment