Here Are The 2016 European Car Of The Year
Nominees
7 ივლისი
ნახევარი წელი გავიდა და კონკურსმა „ევროპის წლის
ავტომობილი“, თავისი ნომინანტების სია გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე, სიაში 40 ახალი ავტომობილია,
რომლებიც ბაზარზე წელს გამოდის. 1 დეკემბრამდე სია 7 ნომინანტამდე შემცირდება. ამ
ავტომობილების სია 14 დეკემბრამდე გამოქვეყნდება. მეორე ეტაპზე კი გამარჯვებული
გამოვლინდება, რომელსაც ჟენევის მოტორ შოუზე, 29 თებერვალს გაგვაცნობენ.
საინტერესო ფაქტი: კონკურსი „ევროპის წლის
ავტომობილი“, 1983 წლიდან მოყოლებული, პრემიუმ ავტომობილებს ერთხელაც არ მოუგიათ.
პრემიუმ ავტომობილებს შორის, ამ კონკურსის გამარჯვებული ბოლოს „აუდი 100“ გახდა
(1983 წელს). მან ფინალში „ფორდ სიერა“ და „ვოლვო 760 “ დაამარცხა. მას შემდეგ,
კონკურსის საპატიო ჯილდოს მხოლოდ სუბკომპაქტური, კომპაქტური და საშუალო ზომის ავტომობილები,
ასევე მინივენები იგებენ. წინ ორი წლის გამარჯვებულებია „პეჟო 308“ (შარშან) და „ფოლკსვაგენ
პასატი“ (წელს).
სიაში სამი სუპერ ავტომობილიც ფიგურირებს. პრემიუმ
ავტომობილებისგან განსხვავებით, სუპერებს ბოლოს ეს კონკურსი კიდევ უფრო ადრე, 1978
წელს აქვთ მოგებული. მაშინ აღიარება „პორშე 928-ს“ ერგო.
ევროპის 2016 წლის საუკეთესო ავტომობილის
ნომინანტები:
ალფა რომეო ჯულია
აუდი A4
აუდი Q7
აუდი R8
ბეემვე მე-7 სერია
ბეემვე X1
ფერარი 488 GTB
ფიატ აგეა
ფორდ S-მაქს/გალაქსი
ფორდ მუსტანგი
ჰონდა ჯაზი
ჰონდა HR-V
ჰიუნდაი ტუსანი
ინფინიტი Q30
იაგუარ XE
იაგუარ XF
კია ოპტიმა
კია სორენტო
ლენდ როვერ დსქავერი სპორტი
მაზდა2
მაზდა CX-3
მაზდა MX-5
მაკლარენ 570S
მერსედეს-ბენც GLC / GLC კუპე
მერსედეს-ბენც GLE / GLE კუპე
მერსედეს-AMG GT
ოპელ/ვოქსოლ ასტრა
ოპელ/ვოქსოლ კარლი
რენო ტალისმანი
რენო ისპეისი
რენო კაჯარი
შკოდა სუპერბი
სსანიონ ტივოლი
სუბარუ ლევორგი
სუბარუ აუტბეკი
სუზუკი ვიტარა
ტესლა მოდელ X
ტოიოტა მირაი
ფოლკსვაგენ ტურანი
ვოლვო XC90
No comments:
Post a Comment