Monday, July 13, 2015

აზერბაიჯანი ფორმულა 1-ის კალენდარში

Azerbaijan Added To 2016 Formula One Provisional Calendar
13 ივლისი
მეხიკო სიტიში ჩატარებულ მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოზე, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მომავალი სეზონის კალენდრის წინასწარი ვარიანტი ვარიანტი გამოაქვეყნა. ის იმითაა გამორჩეული, რომ 21 ეტაპს აერთიანებს და მასში პირველადაა შესული ბაქოს რბოლა. გარდა ამისა, კალენდარს გერმანიის დიდი პრიზი დაუბრუნდა, რომელიც ფინანსური და საორგანზაციო პრობლემების გამო, ამ სეზონში არ გაიმართა.
აზერბაიჯანის დამატება ნიშნავს, რომ ფ1-ის ისტორიაში პირველად, ერთ სეზონში 21 რბოლა გაიმართება. შედარებისთვის, გერმანული ეტაპის გაუქმების შემდეგ, მიმდინარე სეზონში 19 ეტაპი დარჩა. უნდა ითქვას, რომ ბაქოს რბოლა, რომელიც ევროპის დიდი პრიზის სახელით გაიმართება, მეტისმეტად ცუდ დროს დაინიშნა - ივლისში, როცა იქ აუტანელი სიცხე იცის.
პირველი ევროპული რბოლის სტატუსს კარგავს ბარსელონა, რომელზე ადრეც, სოჭის ეტაპი ჩატარდება. ყოფილი ქართული ქალაქი შარშან სეზონის მეორე ნახევარში გაიმართა, იაპონიისა და შტატების ეტაპებს შორის, რაც ლოჯისტიკურად გაუმართლებელი იყო. ამჯერად კი უკეთესი ადგილი მოუძებნეს - 1 მაისი. ფ1-ის ქარავანი შავი ზღვის ქალაქს ბაჰრეინული ვოიაჟის შემდეგ ეწვევა.

ფორმულა 1-ის 2016 წლის კალენდარი
3 აპრილი - ავსტრალია
10 აპრილი - ჩინეთი
24 აპრილი - ბაჰრეინი
1 მაისი - სოჭი
15 მაისი - ესპანეთი
29 მაისი - მონაკო
12 ივნისი - კანადა
26 ივნისი - ბრიტანეთი
3 ივლისი - ავსტრია
17 ივლისი - აზერბაიჯანი
31 ივლისი - გერმანია
7 აგვისტო - უნგრეთი
28 აგვისტო - ბელგია
4 სექტემბერი - იტალია
18 სექტემბერი - სინგაპური
25 სექტემბერი - მალაიზია
9 ოქტომბერი - იაპონია
23 ოქტომბერი - შეერთებული შტატები
30 ოქტომბერი - მექსიკა
13 ნოემბერი - ბრაზილია
27 ნოემბერი - აბუ დაბი

No comments:

Post a Comment